გიორგი ჭყონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭყონია.
გიორგი ჭყონია
გარდაცვალების თარიღი მარტი, 1884
გარდაცვალების ადგილი ჯუმათი, რუსეთის იმპერია
ეროვნება ქართველი
ცნობილია, როგორც ფირალი
დაპატიმრების თარიღი 1879
მკვლელობების არეალი გურია
გაიქცა 1882

გიორგი ჭყონია (— გ. მარტი, 1884) — ქართველი ფირალი, ფირალობის პირველი ტალღის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წელს გიორგი ჭყონია მონაწილეობდა ჯუმათის მონასტრის და გურიის ეპისკოპოს გაბრიელ ტუსკიას გაძარცვაში. ძარცვაში სულ 8 პირი მონაწილეობდა, მათ შორის აზრაური ჭყონიები.[1] ორი მძარცველი, სარჯველაძე და ჯორბენაძე, მოგვიანებით თანამზრახველებმა მოკლეს.[2]ერთ-ერთი დამნაშავე, ლუკა მახარაიშვილი (ბარამიძე), გამოცხადდა ეპისკოპოსთან და სხვა დამნაშავეები დაასმინა. გიორგი ჭყონია დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. 1882 წლის 6 ივლისს ჭყონია ციხიდან გაიქცა[3] იმავე წლის 1 დეკემბერს ის ხელახლა დააპატიმრეს სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში, სადაც ის ასევე ფირალებმა, პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. ჭყონიას დაჭერას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე. ოპერაციის დროს გაიმართა ორმხრივი სროლა, რა დროსაც ჭყონიამ მოკლა ერთი მილიციონერი, ხოლო მილიცამ მსუბუქად დაჭრა ჭყონია და მძიმედ დაჭრა ერთი ორსული ქალი.[4]დაპატმრებული ჭყონია ციხიდან ხელახლა გაიქცა. ის გარდაიცვალა 1884 წელს ჯუმათში. ოფიციალური ვერსიით მოკლა პოლიციის ბოქაულმა ჩიგოგიძემ.[5] მაგრამ სინამდვილეში ჭყონია თავად გარდაიცვალა, ჩიგოგიძემ კი მკდრის გვამს რამდენიმე ტყვია დაახალა, რათა მისი მკვლელობა მიეწერა. [6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 40-44. ISBN 978-9941-403-95-8. 
  • ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 38. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]