შინაარსზე გადასვლა

დანიის რეგიონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანიის რეგიონები (დან. regioner) ― ადმინისტრაციული დანაყოფები დანიაში. დანია უნიტარული სახელმწიფოა, თუმცა მასში შედის განსაკუთრებული ფართო ავტონომიის მქონე გრენლანდია და ფარერის კუნძულები.

დანიის რეგიონები, როგორც შუალედური რგოლი მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ მთავრობას შორის შეიქმნა 2007 წლის დანიის მუნიციპალური რეფორმის შემდეგ, როდესაც გაუქმდა 13 ამტი და შემცირდა მუნიციპალიტეტების რიცხვი 270-დან 98-მდე.

რეგიონის საბჭო აირჩევა პირდაპირი წესით, პროპორციული საარჩევნო სისტემით 4 წლის ვადით. ის საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს და თავმჯდომარეს. რეგიონებს არ აქვს გადასახაების დადგენის უფლება, მაგრამ ფინანსდებიან მუნიციპალიტეტების და სახელმწიფოს მიერ. რეგიონის უფლებამოსილებებშია ჯანმრთელობის დაცვა, საავადმყოფოები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური მომსახურება, ბიზნესის განვითარება, ტურიზმი, გარემოს დაცვა, დასაქმება, კულტურა, ტრანსპორტი.

მშობლიური სახელისახელი ქართულადადმინისტრაციული ცენტრიუდიდესი ქალაქიმოსახლეობა
(2022)
ფართობი (კმ²)სიმჭიდროვე
(კაცი კმ²)
აგი
(2022)
Region Hovedstadenდედაქალაქის რეგიონიჰილერედიკოპენჰაგენი1 867 96825467340,970
Region Midtjyllandცენტრალური იუტლანდიის რეგიონივიბორგიორჰუსი1 341 857130001030,948
Region Nordjyllandჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონიოლბორგიოლბორგი591 7407874750,931
Region Sjællandზელანდიის რეგიონისორეროსკილე843 51372171170,918
Region Syddanmarkსამხრეთ დანიის რეგიონივაილეოდენსე1 228 36212,1911010,937
მთელი ქვეყნის მასშტაბით5 873 42042 8941370,952

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]