როსკილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
როსკილე
დან. Roskilde

როსკილეს საკათედრო ტაძარი
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ზელანდია
კოორდინატები 55°39′00″ ჩ. გ. 12°05′00″ ა. გ. / 55.65000° ჩ. გ. 12.08333° ა. გ. / 55.65000; 12.08333
ცენტრის სიმაღლე 41 მეტრი
მოსახლეობა 47 828 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 4000
ოფიციალური საიტი http://roskilde.dk/
როსკილე — დანია
როსკილე

როსკილე (დან. Roskilde) — ქალაქი დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, როსკილეს მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი.

როსკილე ძველი ქალაქია და ვიკინგების ხანით თარიღდება, შედის ევროპის უძველეს ქალაქთა ქსელში.[1] წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრს.

როსკილეს რკინიგზის სადგური მთავარი გაჩერებაა კოპენჰაგენსა და მის დასავლეთით მდებარე დანიის სხვა რეგიონებს შორის. ქალაქის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 47 828 ადამიანს შეადგენს.[2]

ქალაქში არსებობს საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ცენტრისკენ ეშვება და გამოირჩევა მრავალი მაღაზიით, რესტორნითა და კაფეთი. დანარჩენი დანიიდან და მსოფლიოდან ტურისტებს რამდენიმე ღირსშესანიშნაობა იზიდავს. ადგილობრივ უნივერსიტეტს აქვს საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სტუდენტებს საშუალებას აძლევს 1 წლით ისწავლონ.

ადამ ბრემენელისა და საქსონ გრამატიკოსის ცნობით, 980-იან წლებში დანიის მეფე ჰარლად I ლურჯკბილამ როსკილეში ეკლესია და სამეფო მამული ააგო. საქსონ გრამატიკოსი სახელ როსკილეს ლეგენდარულ მეფე როარს უკავშირებს, რომელიც სავარაუდოდ აქ VI საუკუნეში ცხოვრობდა. ჰარალდი მის მიერვე აგებულ ეკლესიაში დამარხეს, რომლის ადგილასაც დღეს როსკილეს საკათედრო ტაძარი დგას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MAETN. (1999 [last update])diktyo. classic-web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2005. ციტირების თარიღი: 19 May 2011.
  2. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark