ვაილე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ვაილე დან. Vejle | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| რეგიონი | სამხრეთი დანია | ||||
| კოორდინატები | 55°43′00″ ჩ. გ. 9°32′00″ ა. გ. / 55.71667° ჩ. გ. 9.53333° ა. გ. | ||||
| პირველი ხსენება | 1256 | ||||
| ფართობი | 1 066,32 კმ² | ||||
| მოსახლეობა | 51 804 კაცი (2012) | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 7100 | ||||
| ოფიციალური საიტი | vejle.dk | ||||
ვაილე (დან. Vejle) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაილე-ფიორდის ნაპირებთან, იქ, სადაც მდინარე ვაილე და გრეისი ერწყმიან. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამხრეთ დანიის რეგიონის ვაილეს მუნიციპალიტეტს. 2012 წლის მონაცემებით, ვაილეს მოსახლეობა 51 804 ადამიანს შეადგენს[1] და ამ მხრივ დანიის სიდიდით მე-9 ქალაქია. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 108 021 კაცია.[2]
ვაილეს მუნიციპალიტეტი თავის მხრივ 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს მიეკუთვნება.[3]
ვაილე გამოირჩევა ტყიანი ბორცვებით, ფიორდით, ნავსადგურით, მაღაზიებით, საფეხმავლო ბილიკებით და განთქმული ქარის წისქვილით. წარმოადგენს მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრს.
წერილობით დოკუმენტებში ვაილე პირველად 1256 წელს მოიხსენიება, ქალაქის ქარტია კი 1327 წელს მიიღო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑
- ↑ BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-03. ციტირების თარიღი: 2012-07-07.