განხილვა:გურანდა გაბუნია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარწმუნო წყარო თუ გვაქვს, რომ გურანდა გაბუნია ათეისტი იყო ?. სხვა შემთხვევაში კატეგორია წასაშლელი გვექნება. - OTOGI Messages 07:32, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

საჭიროა ნათამაშევი როლების ბიოგრაფიაში ჩაწერა? ცალკე სექციაში ხომ უკვე მითითებულია. გიო ოქრო 07:33, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ფილმოგრაფიის დაფა ცალკე იქმნება, ხოლო ბიოგრაფიაში მსახიობის შესრულებული როლების აღნიშვნა აუცილებელია. მისი ფილმოგრაფია მისი ბიოგრაფიის შემადგენელი ნაწილია. გვაქვს სპეციალური ინფოდაფები, სადაც იწერება ფილმოგრაფია, მაგ., როგორც აქ არის → ოდრი ჰეპბერნი. აქაც ასე უნდა გაკეთდეს. - OTOGI Messages 07:37, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
შემადგენელი ნაწილია, მაგრამ რამდენადაა საჭირო ინფორმაციის ორ სექციაში გამეორება? გიო ოქრო 07:44, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
სწორედ ამიტომ, არსებობს დაფა, სადაც ჩაიწერება როლები. ბიოგრაფიაში უნდა იწერებოდეს მსახიობის შემოქმედებითი საქმიანობა კინოსა და თეატრში, ცხოვრება და მოღვაწეობა. რაც შეეხება სიას, ეგ უნდა ჩაჯდეს სპეციალურ დაფებში. - OTOGI Messages 07:55, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

იხ. კატეგორიის განხილვა:ქართველი ათეისტები — ყველა სტატიაა გადასახედი.--ცანგალა 08:37, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, აქ მგონია პირადი აზრი უფროა. - OTOGI Messages 08:38, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ამ სტატიაში კატეგორია უნდა გაუქმდეს, ხოლო ოდრი ჰეპბერნი — ასე მინდოდა ფილმოგრაფია, მაგრამ ფილმების რეჟისორები მითითებული არ არის და მე კი მსურდა ესეც რომ ყოფილიყო. ამიტომ გავაკეთე მხოლოდ ჩამონათვალი, სადაც რეჟისორებიც არის მითითებული. --ცანგალა 10:00, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ბევრი ვეძებე, თეატრმცოდნეებშიც ვიკითხე საიდან მოიტანეს წყარო გურანდა გაბუნიას ათეისტობის შესახებ, მაგრამ არავინ იცის. ამიტომ ეგ კატეგორია ნამდვილად წასაშლელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:41, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მივაგენი როგორც ჩანს, → ვფიქრობ ამ ნათქვამს მოჰყვა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მას ათეისტი ვუწოდოთ. ეს საკუთარი შეხედლებაა და კატეგორია წასაშლელია. თუმცა, სამწუხაროა თუკი იგი ასე ფიქრობდა... - OTOGI Messages 11:00, 5 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]