თოჯინები იცინიან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თოჯინები იცინიან

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი გურამ პატარაია
არლი თაყაიშვილი
როლებში სესილია თაყაიშვილი
მარინე თბილელი
იპოლიტე ხვიჩია
მერაბ თავაძე
ეროსი მანჯგალაძე
ალექსანდრე ჟორჟოლიანი
მეგი კეჟერაძე
კომპოზიტორი სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1964
ხანგრძლივობა 92 წთ
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

თოჯინები იცინიან — რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის 1962 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. პირველი ჩვენება საკავშორო ეკრანებზე შედგა 1964 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელიტონ ბელთაძის ერთადერთ ვაჟს რეზიკოს ოპერის მომღერლობის არც ნიჭი აქვს, არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებს. რეზიკოს პირველივე გამოცდაზე ჩაჭრას მამა-შვილი შინაურებს ვერ უმხელს. მელიტონი გასაჭირს თავის მეგობარს, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორს შესჩივლებს და შვილის დროებით სამუშაოდ მიღებას თხოვს. ფაბრიკაში რეზიკოს ნამდვილი ნიჭი ვლინდება, მისი გაკეთებული შესანიშნავი თოჯინები სწრაფად იპყრობს ყურადღებას. ფაბრიკაში შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდა თავის მოწოდებასთან ერთად აქ პირველ სიყვარულსაც იპოვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]