ერთი ცის ქვეშ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ერთი ცის ქვეშ“
დამდგმელი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი ლანა ღოღობერიძე,
არჩილ სულაკაური
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ლევან პაატაშვილი
მხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი,
ნიკოლოზ იგნატოვი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1961
ხანგრძლივობა 77 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

ერთი ცის ქვეშ — ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის სამნაწილიანი მხატვრული ფილმი, მიეძღვნა საქართველოს გასაბჭოების 40 წლისთავს. ფილმი გადაღებულია ლეო ქიაჩელის მოთხრობის „თავადის ქალი მაიას“ და არჩილ სულაკაურის ნოველების „მტრედების“ და „ფრესკას“ მიხედვით. ამ სამ ამბავს ერთმანეთისაგან 20-20 წლიანი შუალედი აცილებს (1921, 1941, 1961).

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამი ამბავი:

  • „თავადის ქალი მაია“ — ჟამგადასული მზეთუნახავი, თავადის ქალი მაია არისტოკრატული კლასის წარმომადგენელია; მას სიყვარულის ჟინი აწუხებს, მაგრამ სიყვარული მისთვის ადამიანებზე ბატონობას ნიშნავს და უბედურება მოაქვს ყველასთვის, ვისაც იგი შეიყვარებს. გასაბჭოებულ საქართველოში ადგილი არ აქვს არც მაიას და არც მის სიყვარულს, ორივე დასაღუპად არის განწირული.
  • „მტრედები“ — მეორე მსოფლიო ომის ღრუბელი მუქარასავით ჩამოწოლილა თბილისელი ახალგაზრდების მომავალზე. მოკრძალებით, გაუბედავად ისახება ნანისა და ლევანის პირველი სიყვარული, ლევანი ფრონტზე მიდის, ნანი ელოდება მის დაბრუნებას. ფრონტიდან კი ლევანის დაღუპვის ამბავი მოდის.
  • „ფრესკა“ — კინონოველა გაუმჟღავნებელი სიყვარულის და გაცრუებული იმედების შესახებაა და არქიტექტორ ქალზე მოგვითხრობს, რომელსაც მხატვარი ვაჟი შეჰყვარებია. მაგრამ ვაჟს სხვა უყვარს და ქალი ძალას იკრებს, რათა გულში ჩაიკლას გამოუთქმელი გრძნობა.[1]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]