დავით დოიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით დოიაშვილი
David Doiashvili - Doy.jpg
დოი
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1971 (1971-10-07) (47 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტი. 1988-1994 წლები
პროფესია რეჟისორი
მშობლები მამა: თეიმურაზ დოიაშვილი
დედა: მიმოზა სოსელია
ჯილდოები თეატრალური პრემია "დურუჯი", 2010 წ.

დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი („დოი“) (დ. 7 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი დაიბადა თბილისში 1971 წლის 7 ოქტომბერს. მშობლები: დედა – მიმოზა სოსელია, მამა – თეიმურაზ დოიაშვილი, კრიტიკოსი. მისი და – მანანა დოიაშვილი არის დრამატურგი.

1994 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). სწავლის პერიოდში წარმატებას მიაღწია საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კინო-მსახიობთა თეატრში დადგა რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა” (1994).

1995 წელს დ. დოიაშვილი მიიწვიეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი 1998-2000 წლებში.

წარმატებული საგასტროლო გასვლების შედეგად დოიაშვილი მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ–პეტერბურგის მარინის თეატრში.

1994-1997 წლებში დავით დოიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თეატრალურ ინსტიტუტში.

რეჟისორი ყოველთვის ეხმაურება საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ თემებს, მაგალითად, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა” – ეს სპექტაკლი დაიდგა თავისუფალ თეატრში 2001 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

2004 წელს დავით დოიაშვილი დაინიშნა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრალური ინსტიტუტში

  • ისააკ ბაბელის ”მარია” (1992)
  • გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი”(1993)
  • პ. უესის "მარკიზ დე სადი” (1996)
  • მანანა დოიაშვილის "აი, ხე" (1997)

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში:

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის ახალგაზრდულ თეატრში:

ბათუმის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში:

  • ვიქტორ დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტე” (2005).

ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში:

სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრში:

თავისუფალ თეატრში:

მუსკომედიის თეატრში:

  • "იყო და არა იყო რა ... ანუ საშობაო ზღაპარი"
  • "სახლი საზღვარზე"
  • "მუსიკის ჰანგები"
  • ერისთავი "გაყრა"
  • უილიამ შექსპირი "მაკბეთი", (2010)
  • ედმონდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (2011)
  • მაქსიმ გორკი "ფსკერზე" (2014)
  • რიონოსკე აკუტაგავა "ცხოვრება იდიოტისა" (2015)
  • მარტინ მაკდონა "ბალიშის კაცუნა" (2016)

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]