ვენედიქტ ეროფეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვენედიქტ ეროფეევი
Могила писателя Венедикта Ерофеева.JPG
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1938(1938-10-24)[1]
დაბადების ადგილი კანდალაქშა
გარდაცვალების თარიღი 11 მაისი, 1990(1990-05-11)[2] [1] [3] [4] [5] (51 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[2]
ენა რუსული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი სატირა
Magnum opus მოსკოვი-პეტუშკი

ვენედიქტ ეროფეევი (რუს. Венедикт Ерофеев; დ. 24 ოქტომბერი, 1938, გ. 11 მაისი, 1990) — რუსი მწერალი და საბჭოთა დისიდენტი.[6]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროფეევის ყველაზე გახმაურებული ნაშრომია „პოეტური პროზის“ ჟანრის ფსევდო-ავტობიოგრაფიული რომანი „მოსკოვი-პეტუშკი“ (1969). წიგნი მოგვითხრობს მოსკოვიდან პეტუშკამდე მატარებლით მოგზაურობაზე, ესაა პროტაგონისტის, ალკოჰოლიკი ინტელექტუალის, მიერ მცირეწლოვანი ვაჟის მონახულების მრავლიდან ერთ-ერთ უშედეგო მცდელობა, რომლიდანაც ყოველი ალკოჰოლის გამოისობით კრახით მთავრდება. რომანი პირველად იერუსალიმში 1973 წელს რუსულენოვან ჟურნალში გამოქვეყნდა, 1977 წელს კი პარიზში გამოიცა. მწერლის სამშობლოში წიგნი მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა, რადგან ცენზურის მიერ იგი საბჭოთა სისტემის სარკასტულად, გროტესკულ ფერებში აღწერის გამო იყო აკრძალული. მწერალმა დევიდ რემნიკმა რომანს „ბრეჟნევის პერიოდის კომიკური ნიშანსვეტი“ უწოდა.[7]

1972 წელს ეროფეევმა დაწერა რომანი რუსი კომპოზიტორის დიმიტრი შოსტაკოვიჩის შესახებ, რომლის ხელნაწერიც სავარაუდოდ მას მატარებელში მოჰპარეს. მწერლის უკანასკნელი ნაშრომია პიესა „ვალპურგის ღამე“, რომელიც მან სიკვდილამდე დაწერა. აგრეთვე იგი წერდა პიესას ფანი კაპლანის შესახებ, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118881264 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Discogs — 2000.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. Babelio — 2007.
  6. „Писатели-диссиденты: биобиблиографические статьи (начало)“ [Dissident writers: bibliographic articles (beginning)]. Новое литературное обозрение [New Literary Review] (რუსული) (66). 2004.
  7. Susan Orlean, David Remnick, Ethan Hawke, and Others Pick Their Favorite Obscure Books. Village Voice (2008-12-02).