ტყარშეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტყარშეტი (მრავალმნიშვნელოვანი).
ტყარშეტი
მთა ტყარშეტი (ცენტრში) და სოფ. ტყარშეტი
მთა ტყარშეტი (ცენტრში) და სოფ. ტყარშეტი
კოორდინატები: 42°38′10″ ჩ. გ. 44°32′34″ ა. გ. / 42.63611° ჩ. გ. 44.54278° ა. გ. / 42.63611; 44.54278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3360 
მთის მასივი მყინვარწვერის მასივი
ამგებელი ქანები ანდეზიტი და დაციტი
ტყარშეტი — საქართველო
ტყარშეტი
ტყარშეტი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ტყარშეტი
სურათები ვიკისაწყობში

ტყარშეტივულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. აღმართულია მყინვარწვერის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3360 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. ტყარშეტიდან ეშვება ლავური ნაკადი მდინარე თერგის კალაპოტში. ტყარშეტის კალთები შემოსილია ალპური ბალახეულით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მოიხსენიება XV საუკუნის ისტორიულ საბუთში, შემდეგ — XVIII საუკუნის წყაროებშიც. 1991 წელს სოფლის სამხრეთ ნაწილში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის სამარხეული კერამიკა — თიხის მოზრდილი დერგი და მინიატურული სასმისი. მოპოვებულმა მასალამ ცხადყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვადასხვა გზას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდინარე თერგის ხეობაც იყო. მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]