წყალწითელა
იერსახე
| წყალწითელა | |
|---|---|
|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
| სათავე |
რაჭის ქედი 42°23′19″ ჩ. გ. 42°56′53″ ა. გ. / 42.388611° ჩ. გ. 42.948167° ა. გ. |
| სათავის მდებარეობა | ნაქერალას მთა |
| სათავის სიმაღლე | 1080 მ |
| შესართავი |
ყვირილა 42°10′47″ ჩ. გ. 42°44′41″ ა. გ. / 42.179972° ჩ. გ. 42.744861° ა. გ. |
| სიგრძე | 49 კმ |
| აუზის ფართობი | 221 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 7,56 მ³/წმ |
|
| |
წყალწითელა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს რაჭის ქედზე მდებარე მთა ნაქერალას კალთებზე, ზღვის დონიდან 1080 მ სიმაღლეზე. ერთვის მარჯვნიდან მდინარე ყვირილას. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 221 კმ². მთავარი შენაკადია მდინარე ჭალა. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. დამახასიათებელია წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი რიონთან 7,56 მ³/წმ. ქვემო დინებაში ესაზღვრება ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან.
ციტატა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ხოლო ყვირილას, რიონის შესართავს ზეით, მოერთვის წყალწიტელა ჩრდილოდამ, რომელმან მოიგო სახელი წითლის მიწისაგან, რამეთუ მას ზედა დინებითა წითლდების. ეს გამოსდის გაჭრილის მთას და მოდის ჩრდილოდამ სამხრით“ | |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 151 — თბილისი, 1941