გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოდოგანის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეკლესიას ორი კარი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სარკმელები შიდა მხრიდან გაფართოებულია. საკურთხეველში ტაძარს აქვს სამი ნიშა. ეკლესიის ზომებია 8,9 X 6.6 მეტრი, კედლის სისქე 1.1 მეტრი, კარის სიმაღლე 2.3, ხოლო სიგანე 1 მეტრია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8430