გასეირნება ყარაბაღში (ფილმი)
იერსახე
| „გასეირნება ყარაბაღში“ | |
|---|---|
|
| |
| რეჟისორი | ლევან თუთბერიძე |
| პროდიუსერი |
ლევან კორინთელი გუკა რჩეულიშვილი |
| სცენარისტი |
ირაკლი სოლომონაშვილი აკა მორჩილაძე |
| როლებში |
ლევან დობორჯგინიძე მიხეილ მესხი დავით იაშვილი ნუცა კუხიანიძე გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) გიორგი ხარაბაძე ნინო კასრაძე რობერტ სტურუა დაშა დროზდოვსკაია გიორგი გურგულია სანდრო კაკულია |
| კომპოზიტორი | ნუკრი აბაშიძე |
| ქვეყანა | საქართველო |
| ენა |
ქართული რუსული აზერბაიჯანული სომხური |
| შემდეგი | კონფლიქტის ზონა (2009) |
გასეირნება ყარაბაღში — მწერალ აკა მორჩილაძის რომანის „მოგზაურობა ყარაბაღში“ 2005 წლის ეკრანიზაცია. ფილმი სავსეა სცენებით, სადაც შეიარაღებული შეტაკებებია ნაჩვენები, მაგრამ მას ასევე თან ერთვის ერთ-ერთი მთავარი გმირის, გოგლიკოს სასაცილო ფრაზები ქართულ და რუსულ ენებზე (მან ეს ენა საკმაოდ ცუდად იცის, ასე რომ, ძალაუნებურად, აბსურდულ ფრაზებს წარმოთქვამს).
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი გმირები, გიო (ლევან დობორჯგინიძე) და გოგლიკო (მიხეილ მესხი) მეგობრის თხოვნით მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, საქართველოში ნარკოტიკების ჩამოსატანად. გზად ყველაფერი იბნევა და ისინი აღმოჩნდებიან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ეპიცენტრში. დაჭრილი გოგლიკო რჩება აზერბაიჯანელებთან, ხოლო გიო გადადის სომხების მხარეს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან დობორჯგინიძე — გიო
- მიხეილ მესხი — გოგლიკო
- ნუცა კუხიანიძე — იანა
- გოგი ხარაბაძე — თენგიზი
- ნინო კასრაძე — ნანა
- დაშა დროზდოვსკაია — მარინა (რუსი ჟურნალისტი)