კონსტანტინე ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლორთქიფანიძე.
კონსტანტინე ლორთქიფანიძე
დაბ. თარიღი 7 იანვარი 1905(1905-01-07)[1]
დაბ. ადგილი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 30 ივლისი 1986(1986-07-30) (81 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე (დ. 7 იანვარი, 1905, დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 1 აგვისტო, 1986, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის პირველი ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში. იყო ქუთაისში პროლეტარ მწერალთა კავშირის დამაარსებელი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი.

ლიტერატურაში კ. ლორთქიფანიძე ლექსებით შემოვიდა. 1926 წლიდან, ზედიზედ აქვეყნებს კრებულებს: „პირველის შემდეგ“, „ღიმილი“, „ახალი ლექსები“, „ერთი მათგანი“, „მუშა გამომგონებელი“, პოემა „სტენკა რაზინი“ და სხვა. მალე ნიჭიერი პოეტი პროზაში პოულობს თავის მოწოდებას. პირველი საყურადღებო მოთხრობების გამოქვეყნების შემდეგ კ. ლორთქიფანიძემ 1931 წელს დაწერა დიდი რომანი „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, რომელიც გადაამუშავა და 1951 წელს გამოსცა „კოლხეთის ცისკარის“ სახელწოდებით. იგი სამართლიანადაა მიჩნეული კლასიკურ საბჭოთა რომანად და ქართული საბჭოთა პროზის ერთ-ერთ საეტაპო ნაწრმოებადაა აღიარებული. „კოლხეთის ცისკარი“ ითარგმნა მრავალ ენაზე, მას მაღალი შეფასება მისცა კრიტიკამ.

კონსტანტინე ლორთქიფანიძე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გამოეხმაურა მაქსიმ გორკის მოწოდებას — გაეფართოებინათ მოძმე ხალხებს შორის ლიტერატურული კონტაქტები, რასაც მოჰყვა მწერლის შესანიშნავი ციკლი „უკვდავება, ანუ ბელორუსული მოთხრობები“. სამამულო ომის პერიოდში ის ფრონტიდან გაზეთ ქკომუნისტში აქვეყნებდა ფრონტულ კორესპოდენციებს. მწერლის ფრონტული ნარკვევები თუ სამამულო ომის თემაზე დაწერილი მოთხრობები ქვეყნდებოდა მაშინაც, როცა 70-იან წლებში რესპუბლიკაში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება და ამას მოჰყვა გარკვეული ეკონომიკური ექსპერიმენტები. აქაც მწერალი უშუალოდ ჩაერთო ცხოვრების პროცესში და არაერთი პუბლიცისტური თუ დოკუმენტურ-მხატვრული ნაწარმოებით წარუდგა მკითხველს — „რა მოხდა აბაშაში?“, „მთას დაუბრუნდა მთიელი“, „ოქროს მტევანი“ და სხვა.

კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის აგრეთვე კონოსცენარები „მეგობრობა“, „ჩრდილი გზაზე“, „შეწყვეტილი სიმღერა“.

აღსანიშნავია მისი საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი იყო ჟურნალების „ლიტერატურნაია გრუზიას“, „ცისკრის“ და ქუთაისში გამომავალ „განთიადის“ რედაქტორი, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი. 1967 წლიდან სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. იყო სოციალისტური შრომის გმირი, მინიჭებული ჰქონდა შოთა რუსთაველის პრემია, ა. ფადეევის პრემია. დაჯილდოვებული იყო 2 ლენინის ორდენით, 3 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994