ლანგობარდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლომბარდიის რკინის გვირგვინი

ლანგობარდები (გერმ. Langobarden; სიტყვასიტყვით – გრძელწვერიანები) — გერმანული მოდგმის ხალხი. ახ. წ. I საუკუნეში ბინადრობდნენ მდინარე ელბის დინების მარცხენა სანაპიროზე. 546 წელს დასახლდნენ პანონიაში, სადაც დუნაის ავარების დახმარებით 567 წელს გაანადგურეს გეპიდების სახელმწიფო. 568 წელს ლანგობარდების ტომთა კავშირი მეფე ალბოინის მეთაურობით შეიჭრა იტალიაში, დაიკავა მისი ჩრდილოეთი ნაწილი და ტოსკანა (ტუსცია). აქ ლანგობარდებმა შექმნეს თავიანთი სამეფო, ხოლო მოგვიანებით დაიკავეს სპოლეტო და ბენევენტო, რომლებიც დამოუკიდებელ ლანგობარდულ საჰერცოგოებად იქცნენ.

წარმართმა ლანგობარდებმა თავდაპირველად არიანელობა მიიღეს, მაგრამ მეფე აისტულფის მმართველობის დროს (VII საუკუნის დამდეგი) გაიმარჯვა კათოლიციზმა, რამაც ხელი შეუწყო ლანგობარდების რომანიზაციას.

ლანგობარდებში მიმდინარეობდა ტომურ-გვაროვნული წყობილებიდან ადრინდელ ფეოდალურზე გადასვლისა და სოციალური დიფერენციაციის პროცესი. VIII საუკუნიდან დაიწყო ინტენსიური ფეოდალიზაცია. ლანგობარდების საზოგადოებრივი წყობილების შესწავლის მთავარი წყაროა „ლანგობარდული სამართალი“. VIII საუკუნის I ნახევარში ლანგობარდების სახელმწიფომ მნიშვნელოვან ძლიერებას მიაღწია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]