ბღერისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბღერისწყალი — კარსტული მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავის აღმოსავლეთით 5 კილომეტრზე. ზღვის დონიდან 390 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელი ვიწრო ხვრელით უკავშირდება ვრცელ დარბაზებს. დაღმავალია. ფსკერის ფართობი დაახლოებით 15 ათ. მ². მაქსიმალური სიმაღლე 40 მ, მაქსიმალური სიგანე 30 მ. ჯამური სიგრძე 1700 მ, ჰაერის ტემპერატურა 13°. განშტოებებში ქიმიური ნაღვენთებია, ხოლო დარბაზების ფსკერზე — გრანდიოზული ნაზვავი. დადასტურებულია ჰიდროლოგიური კავშირი წყალტუბოს მღვიმესთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]