ტრავერტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტრავერტინები)
ტრავერტინი
ტრავერტინი
ცნობები
ტიპი დანალექი
გამოიყენება მშენებლობაში
დეკორატიულ მასალად

ტრავერტინი (იტალ. travertino) — ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევარკრისტალური მყარი წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს.

სიმკვრივე 1400-1800 კგ/მ³. იყენებენ საშენ მასალად და კირის გამოსაწვავად. ხშირად ტრავერტინი გამოიყოფა მიწისქვეშა წყლებიდან და მღვიმეებში ქმნის სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს. ტრავერტინის დაგროვებით ზოგან მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი.

საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტრავერტინი. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში ტრავერტინი გვხვდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.

ტრავერტინი დიდი რაოდენობით მოიპოვება: რუსეთში (პიატიგორსკი, კამჩატკა), იტალიაში, გერმანიაში, თურქეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და სხვა.

ტრავერტინით არაერთი შენობაა ნაგები, ასე მაგალითად, კოლოსეუმი ტუფითაა ნაგები ხოლო გარედან შემოსილია ტრავერტინით. ძირითადად იყენებენ როგორც დეკორატიულ მასალას.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]