NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდონაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჯილდო, რომელიც 1955-56 წლების NBA სეზონიდან მოყოლებული გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონს ყველაზე კარგად ატარებს. გამარჯვებულს გადაეცემა მაურის პოდოლოფის თასი, რომელიც ლიგის პირველი რწმუნებულის (იმ დროს პრეზიდენტი[a]) პატივსაცემად გადაეცემა. იგი ლიგას 1946 წლიდან ედგა სათავეში 1963 წლამდე. MVP ხმის მიცემა რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ხდება. 1979-80 წლების სეზონამდე, გამარჯვებულს მოთამაშეები ირჩევდნენ, ხოლო 1980-81 წლებიდან მოყოლებული გამარჯვებულის ვინაობას სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ-ის და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა, რომელიც ასახელებს 5 მოთამაშეს, პირველ მათგანს აძლევს 10 ქულას, მე-2 არჩევანს 7 ქულას, მე-3 არჩევანს 5 ქულას, მე-4 არჩევანს 3 და მე-5 არჩევანს 1 ქულას. 2010 წლიდან მოყოლებული, გამარჯვებულის ვინაობას გულშემატკივრები ახდენენ, რომლებიც ხმას ონლაინ საშუალებით აძლევენ. მოთამაშე რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ჯილდო.[1] 1982-83 წლების სეზონიდან მოყოლებული, ყოველი მოთამაშე, რომელმაც მოიგო ჯილდო გუნდის გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი სულ ცოტა .610 ჰქონდა (რაც რეგულარული სეზონის 82 მატჩიდან 50 გამარჯვებას უდრის, გარდა გამონაკლისისა 1998-99 წლებისა, როდესაც სეზონი ლოკაუტის გამო 50 მატჩიანი იყო და გამარჯვებული კარლ მელოუნი დასახელდა და ასევე 2011-12 წლების სეზონი, რომელიც ასევე ლოკაუტის გამო შემოკლებული 66 მატჩიანი იყო და გამარჯვება ლებრონ ჯეიმზს ერგო.)[2]

დიდების დარბაზის წევრი კარიმ აბდულ-ჯაბარი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.[3] ბილ რასელის და მაიკლ ჯორდანის ანგარიშზე ასეთი ჯილდო 5-ია.[2] მაშინ როდესაც უილტ ჩემბერლენი ამ ჯილდოს კარიერის მანძილზე 4-ჯერ დაეუფლა. დიდების დარბაზის წევრები - მოსის მელოუნის, ლარი ბირდის, ლარი ბირდის, მოქმედ მოთამაშე ლებრონ ჯეიმზის ანგარიშზე ასეთი ჯილდოს რაოდებონა 3 შემოიფარგლება. ბობ პეტიმ, კარლ მელოუნიმ, ტიმ დანკანმა და სტივ ნაშმა ამ ჯილდოს მოპოვება 2-ჯერ შეძლეს.[2] ახლანდელი ჯილდოს მფლობელი ლებრონ ჯეიმზია.[4] ორმა ახალბედამ შეძლეს ამ ჯილდოს მოგება: უილტ ჩემბერლენი 1959-60 წლების სეზონში და უეს ანსილდი 1068-69 წლების სეზონში.[5] ჰაკიმ ოლეიუონი დაბადებული ნიგერიაში,[b]) დანკანი აშშ-ის ვირჯინის კუნძულების ტერიტორიაზე,[c]) ნეში კანადიდან[d]) და დირკ ნოვიცკი გერმანიიდან არიან მხოლოდ ის საერთაშორისო მოთამაშეები, რომლებმაც ჯილდოს მოპოვება შეძლეს. დანკანს აშშ მოქალაქეობა აქვს მაგრამ აღიარებულია საერთაშორისო მოთამაშედ NBA-ს მიერ.[6] ამ მოთამაშეებიდან, მხოლოდ ნოვიცკია ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც სრულად აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდა. დანარჩენი სამეული კი აშშ კოლეჯის კალათბურთში თამაშობდნენ.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილტ ჩემბერლენი ჯილდოს გამარჯვებული 4-ჯერ გახდა.
კარიმ აბდულ-ჯაბარის ანგარიშზე MVP ჯილდო რეკორდული მაჩვენებლით - 6-ჯერ არის აღნიშნული.
მაიკლ ჯორდანმა MVP ჯილდო 5-ჯერ მოიგო კარიერის მანძილზე.
ტიმ დანკანი არის იმ 2 საერთაშორისო მოთამაშიდან ერთ-ერთი, რომელმაც ჯილდო ზედიზედ 2-ჯერ მოიგო.
დირკ ნოვიცკი ერთადერთი ევროპელია, რომელმაც MVP ჯილდოს მოგება შეძლო.
დერიკ როუზი 22 წლის იყო, როდესაც ჯილდო მოიგო, რითაც ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.
ლებრონ ჯეიმზი, მოქმედი გამარჯვებულია, რომლისთვისაც მე-3 ჯილდოა.
^ აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები.
* არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში
მოთამაშე (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მოთამაშისთვის
გუნდი (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო გუნდისთვის
სეზონი მოთამაშე პოზიცია ეროვნება გუნდი
1955-56 ბობ პეტი* F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი
1956-57 ბობ ქასი* G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი
1957-58 ბილ რასელი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (2)
1958-59 ბობ პეტი* (2) F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი (2)
1959-60 უილტ ჩემბერლენი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ გოლდენ სტეიტ უორიორსი
1960-61 ბილ რასელი* (2) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (3)
1961-62 ბილ რასელი* (3) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (4)
1962-63 ბილ რასელი* (4) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (5)
1963-64 ოსკარ რობერტსონი* G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ცინცინატი როიალზი
1964-65 ბილ რასელი* (5) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (6)
1965-66 უილტ ჩემბერლენი* (2) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი
1966-67 უილტ ჩემბერლენი* (3) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი (2)
1967-68 უილტ ჩემბერლენი* (4) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი (3)
1968-69 უეს ანსილდი* C/F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბალტიმორ ბულეტსი
1969-70 უილის რიდი* C/F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1970-71 ლუ ალსინდორი*[e] C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მილუოკი ბაქსი
1971-72 კარიმ აბდულ-ჯაბარი[e] (2) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მილუოკი ბაქსი (2)
1972-73 დეივ ქაუენსი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (7)
1973-74 კარიმ აბდულ-ჯაბარი[e] (3) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მილუოკი ბაქსი (3)
1974-75 ბობ მაკკადო* F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბუფალო ბრეივზი
1975-76 კარიმ აბდულ-ჯაბარი[e] (4) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
1976-77 კარიმ აბდულ-ჯაბარი[e] (5) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (2)
1977-78 ბილ უოლტონი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
1978-79 მოსის მელოუნი* C/F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჰიუსტონ როკეტსი
1979-80 კარიმ აბდულ-ჯაბარი[e] (6) C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (3)
1980-81 იულიუს ირვინგი* F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი (4)
1981-82 მოსის მელოუნი* (2) C/F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჰიუსტონ როკეტსი (2)
1982-83 მოსის მელოუნი* (3) C/F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი(5)
1983-84 ლარი ბირდი* F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (8)
1984-85 ლარი ბირდი* (2) F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (9)
1985-86 ლარი ბირდი* (3) F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბოსტონ სელტიკსი (10)
1986-87 მეჯიკ ჯონსონი* G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (4)
1987-88 მაიკლ ჯორდანი* G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩიკაგო ბულზი
1988-89 მეჯიკ ჯონსონი* (2) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (5)
1989-90 მეჯიკ ჯონსონი* (3) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (6)
1990-91 მაიკლ ჯორდანი* (2) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩიკაგო ბულზი (2)
1991-92 მაიკლ ჯორდანი* (3) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩიკაგო ბულზი (3)
1992-93 ჩარლზ ბარკლი* F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფინიქს სანსი
1993-94 ჰაკიმ ოლეიუონი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჰიუსტონ როკეტსი (3)
1994-95 დევიდ რობინსონი* C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ სან-ანტონიო სპურსი
1995-96 მაიკლ ჯორდანი* (4) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩიკაგო ბულზი (4)
1996-97 კარლ მელოუნი* F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ იუტა ჯაზი
1997-98 მაიკლ ჯორდანი* (5) G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩიკაგო ბულზი (5)
1998-99[f] კარლ მელოუნი* (2) F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ იუტა ჯაზი (2)
1999-00 შაკილ ონილი C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (7)
2000-01 ალენ აივერსონი G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ფილადელფია სიქსერსი (6)
2001-02 ტიმ დანკანი^ F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ სან-ანტონიო სპურსი (2)
2002-03 ტიმ დანკანი^ (2) F/C დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ სან-ანტონიო სპურსი (3)
2003-04 კევინ გარნეტი^ F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მინესოტა ტიმბერვულვზი
2004-05 სტივ ნეში^ G დროშა: კანადა კანადა ფინიქს სანსი (2)
2005-06 სტივ ნეში^ (2) G დროშა: კანადა კანადა ფინიქს სანსი (3)
2006-07 დირკ ნოვიცკი^ F დროშა: გერმანია გერმანია დალას მევერიქსი
2007-08 კობი ბრაიანტი^ G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (8)
2008-09 ლებრონ ჯეიმზი^ F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ კლივლენდ კავალიერსი
2009-10 ლებრონ ჯეიმზი^ (2) F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ კლივლენდ კავალიერსი (2)
2010-11 დერიკ როუზი^ G დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩიკაგო ბულზი (6)
2011-12[g] ლებრონ ჯეიმზი^ (3) F დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ მაიამი ჰიტი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • a ოფიციალური სათაური NBA-ს მთავარი წარმომადგენლის 1967 წლამდე იყო პრეზიდენტი, მას შემდეგ კი NBA რწმუნებული ჰქვია[7].
  • b ჰაკიმ ოლეიუონი დაბადებულია ნიგერიაში, მაგრამ მოქალაქეობა 1993 წელს გააუქმა, როდესაც აშშ მოქალაქეობა მიიღო.[8]
  • c იქიდან გამომდინარე, რომ ტიმ დანკანი არის აშშ მოქალაქე, რადგან არის დაბადებული აშშ-ის ვირჯინის კუნძულებზე,[9] მას შეეძლო ეთამაშა აშშ ნაკრებში. ის ასევე წარმოადგენდა აშშ-ის ნაკრებს 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.[6]
  • d სტივ ნეში დაბადებულია სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ გაიზარდა კანადაში.[10]
  • e ლუ ალსინდორმა სახელი 1971-1972 წლებში შეიცვალა და გახდა კარიმ აბდულ-ჯაბარი.[11]
  • f ლოკაუტის გამო, სეზონი 1999 წლის 5 თებერვლამდე არ დაწყებულა. 29 გუნდმა შემოკლებული 50 მატჩიანი რეგულარული სეზონი ჩაატარა.[12]
  • g ლოკაუტის გამო, სეზონი 2011 წლის 25 დეკემბრამდე არ დაწყებულა. 30 გუნდმა შემოკლებული 66 მატჩიანი რეგულარული სეზონი ჩაატარა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. LeBron receives 116 first-place votes. ESPN.com. ESPN Internet Ventures (May 2, 2010). წაკითხვის თარიღი: May 2, 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 Most Valuable Player. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 4, 2008.
  3. Kareem Abdul-Jabbar. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 4, 2008.
  4. LeBron James wins 2012 Kia NBA Most Valuable Player Award. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 12, 2012). წაკითხვის თარიღი: May 12, 2012.
  5. Wes Unseld. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 4, 2008.
  6. 6.0 6.1 NBA Players from around the world: 2005-2006 Season. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: March 13, 2011.
  7. Mike Monroe. The Commissioners. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: July 8, 2008.
  8. Hakeem Olajuwon Bio: 1992–93. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. წაკითხვის თარიღი: June 15, 2008.
  9. Virgin Islands. CIA World Factbook. წაკითხვის თარიღი: August 12, 2008.
  10. McPeek, Jeramie. The Canadian Kid. NBA.com (from Fastbreak Magazine on Sept./Oct. 1996). Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: April 22, 2009.
  11. Kareem Abdul-Jabbar Bio. NBA. წაკითხვის თარიღი: August 4, 2008.
  12. Donovan, John. “Let the semi-season begin: Expect injuries, intensity and a new champion in '99“, CNN Sports Illustrated, February 4, 1999. წაკითხვის თარიღი: September 4, 2011. 
  13. Beck, Howard. “Two Exhibition Games for N.B.A. Teams“, November 28, 2011. წაკითხვის თარიღი: November 28, 2011.