ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სპორტული ჯილდო - 1995-96 წლების სეზონიდან მოყოლებული გადაეცემა იმ მოთამაშეს, რომელიც ქცევებით იდეალს უტოლდება და მაგალითია სპორტული ქცევებით სხვისთვის - ეთიკური ქცევები, ფაირ-ფლეი და პატიოსნება.[1] ეს ჯილდო ანალოგიურია კიმ პეროტის სპორტული ჯილდოსი, რომელიც NBA-ს და ლიგას - WNBA-ში გადაეცემა მისი 1997 წლიდან მოყოლებული. ორივე NBA და WNBA ჯილდოები კი ჰგავს ლედი ბინგის ხსოვნის ჯილდოს რომელიც ნაციონალური ჰოკეის ლიგაში NHL გადაეცემა.
ყოველ წლიურად, NBA-ს 30 გუნდიდან თითოეული მათგანი არის ნომინირებული მისი ერთი მოთამაშით ამ ჯილდოს მისაღებად. ამ 30 ნომინირებულიდან, 6 მოთამაშე რჩება, სადაც ყოველ NBA დივიზიონს თითო გამარჯვებული ჰყავს და გადაეცემა დივიზიონალური სპორტული ჯილდო. რეგულარული სეზონის დასრულებისას, NBA მოთამაშეები აძლევენ ხმას თითო ჯილდოზე, ყოველ პირველ არჩევანს 11 ქულა ეძლევა, მე-2 ადგილოსანს 9 ქულა, მე-3 ადგილს 7 ქულა, მე-4 ადგილს 5 ქულა, მე-5 ადგილს 3 ქულა და მე-6 ადგილს 1 ქულა. ტოტალური ხმების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულის მეპატრონე იმარჯვებს ნომინაციაში. ამ ნომინაციის გამარჯვებულს ხვდება ჯოუ დამერსის ჯილდო, რომელიც დარქმეული იქნა ყოფილი დეტროიტ პისტონსის მოთამაშის პატივსაცემად ინაუგურაციის სეზონში.[1][2]
ჯილდოს არსებობიდან მოყოლებული, გადაეცა 13 სხვადასხვა მოთამაშეს. 3-ჯერ ამ ჯილდოს მფლობელი გრანტ ჰილი არის ერთადერთი პერსონა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება ერთზე მეტჯერ შეძლო.[3] 2 გუნდი ჰყავს არა მხოლოდ ერთი გამარჯვებული: სან-ანტონიო სპურსი (სამი მოთამაშე) და სიეტლ სუპერსონიქსი (2 მოთამაშე). ჯოუ დამერსი და დევიდ რობინსონი არიან ჯილდოს მხოლოდ ის მფლობელები, რომლებიც ასევე ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი,[4] ხოლო ლოუ დენგი არის ერთადერთი უცხოელი NBA მოთამაშე, რომელმაც ჯილდოს მოგება შეძლო.[5]
a ლოულ დენგი დაიბადა ქალაქ ვაუში, რომელიც სუდანში მდებარეობს (სამხრეთი სუდანი 2011 წლის 9 ივლისიდან), მაგრამ 2006 წელს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა, სუდანის კი გააუქმა.