საბეჭისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყარაკომი)
Jump to navigation Jump to search
სოფელი
საბეჭისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი ბარეთი
კოორდინატები 41°41′00″ ჩ. გ. 44°07′23″ ა. გ. / 41.68333° ჩ. გ. 44.12306° ა. გ. / 41.68333; 44.12306
ცენტრის სიმაღლე 1660
მოსახლეობა Increase2.svg 249[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (96 %),
აზერბაიჯანელები 3 %,
ბერძნები (1 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
საბეჭისი — საქართველო
საბეჭისი
საბეჭისი — ქვემო ქართლი
საბეჭისი

საბეჭისი (2010 წლის 20 ნოემბრამდე„კარაკომი“[2]) — სოფელი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, ბარეთის თემში[3]. მდებარეობს წალკის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1660 მ სიმაღლეზე. წალკიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას შუა საუკუნების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ხარლამპის ეკლესია. ნაგებია გათლილი ქვით. მოგვიანებით ჩამოსახლებულმა ბერძნებმა ეკლესია განაახლეს, თუმცა კედლები ისევ ძველია დარჩენილი. საბჯენი თაღები 4 ბრტყელ პილასტრს ეყრდნობა. იატაკი ქვისაა. ცალკე დგას ოთხ მრგვალ ბოძზე აღმართული სამრეკლო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 177[4]
2014 Increase2.svg 249

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]