შინაარსზე გადასვლა

ბაკურ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბაკურ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაკურ.
ბაკურ III
იბერიის მეფე
წინამორბედი: ვარაზ-ბაკური
მემკვიდრე: ფარსმან IV
დინასტია: ხოსროიანი
მამა: თრდატ

ბაკურ III — მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით იყო ქართლის 31-ე მეფე (IV საუკუნის 80-90-იანი წლები.). თრდატ მეფის ძე. იგი „ქართლის ცხოვრების“ მეფეთა სიაში გამოტოვებულია. ბაკურ III-ს იხსენიებენ სომეხი ისტორიკოსები კორიუნი და მოვსეს ხორენაცი. ბაკურ დიდის სახელით იხსენიებს ბიზანტიის საეკლესიო ისტორიკოსი იოანე რუფინუსი (V საუკუნე) „პეტრე იბერის ცხოვრებაში“, როგორც პეტრეს პაპას დედის მხრიდან. დასახელებული წყაროების მიხედვით, ბაკურ III მეფობდა ძირითადად 510-იან წლებში. სომეხი ისტორიკოსების თანახმად, ბაკურ მეფის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, ხოლო რუფინუსის თხზულებაში ის დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, არც ერთი ეს ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ზოგიერთი მკვლევარი ბაკურ III-ს აიგივებს ბერძნულ-რომაულ სამყაროში ცნობილ ბაკურ იბერიელთან. ბაკურ III-ის დროს ქართლი ირანზე იყო პოლიტიკურად დამოკიდებული და თვით ბაკურ III ამის გამო ირანის ჯარების ერთ-ერთ სარდლად ითვლებოდა. „მოქცევაი ქართლისაი“ მას მიაწერს ბოლნისის სიონის შენებას და არმაზის ციხის განახლებას.[1]

  1. ბაკურ III. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წინამორბედი:
ვარაზ-ბაკური
იბერიის მეფე
IV საუკუნის 80–90-იანი წლები
შემდეგი:
ფარსმან IV