ბელეპის კუნძულები
| მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Belep | |
|---|---|
|
ბელეპის კუნძულების ხედი კოსმოსიდან | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 19°45′ ს. გ. 163°40′ ა. გ. / 19.750° ს. გ. 163.667° ა. გ. |
| მთავარი კუნძული | არტი |
| ფართობი | 69,5 კმ² |
| უმაღლესი წერტილი |
283 მ მთა ვაალა |
| საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია |
|
| პროვინცია | ჩრდილოეთი პროვინცია |
| კომუნა | ილ-ბელეპი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 867 (2019) |
| სიმჭიდროვე | 12,5 ად. /კმ² |
| ეთნიკური ჯგუფები | კანაკები – 98,5 % |
ბელეპის კუნძულები (ფრანგ. Îles Belep) — მცირე კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ახალი კალედონიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. ადმინისტრაციულად შედის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ახალი კალედონიის ჩრდილოეთი პროვინციის ილ-ბელეპის კომუნის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელეპის კუნძულები მდებარეობს დაახლოებით 50 კმ-ში ჩრდილოეთში ახალი კალედონიის ჩრდილოეთი წერტილიდან[1]. კუნძულების ჯგუფი შედგება რამდენიმე მომცრო მარჯნის კუნძულისაგან, ასევე უფრო დიდი, პოტის (ინგლ. Pott Island) და არტის (ინგლ. Art Island) მთიანი კუნძულებისგან.
ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 69,5 კმ²-ს. ჯგუფის ყველაზე დიდი კუნძულია — არტი (52 კმ²)[1]. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — მთა ვაალა (283 მეტრი).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელეპის კუნძულებს სახელი დარქმეული აქვს კანაკების ერთ-ერთი ბელადის პატივსაცემად, რომელიც კუნძულებზე დასახლდა ძველ დროში. კუნძულებზე პირველი კათოლიკური მისია დაფუძნდა 1856 წელს. 1892 წლიდან 1898 წლამდე პერიოდში კუნძულებზე მდებარეობდა კეთრით დაავადებულთა სპეციალიზებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს ბელეპის კუნძულების მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 867 ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ახალი კალედონიის მკვიდრი მაცხოვრებლები — კანაკები (98,5 %). მთავარი დასახლებული პუნქტია — არტის კუნძულზე მდებარე სოფელი ვალა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Oceandots.com. ბელეპის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-22. ციტირების თარიღი: 2014-11-23.