ფერადი მეტალურგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფერადი მეტალურგია — მრეწველობის ერთ–ერთი უძველესი დარგი. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მეურნეობის ეს დარგი მოიცავს ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების მოპოვებას, მათ გამდიდრებას და გამოდნობას. ფერადი მეტალურგიის დარგების განლაგების თავისებურებაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ბუნებრივი და ეკონომიკური ფაქტორები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარსულში ფერადი მეტალურგიის საწარმოები ძირითადად ნედლეულის მოპოვების ადგილებთან ახლოს იქმნებოდა, რადგანაც მაშინ საქმე ჰქონდათ ძირითადად მძიმე და ფერადი ლითონების მეტალურგიასთან. მე–20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო ალუმინის მრეწველობის სწრაფი ზრდა, ამიტომაც დარგის განლაგების ორიენტაცია შეიცვალა და გადაიხარა ენერგეტიკული მიმართულებისაკენ. მსუბუქი ფერადი ლითონების გამოსადნობად – ალუმინი, ტიტანი – საჭიროა დიდი რაოდენობის ელექტროენერგია, ამდენად, მათი საწარმოების განლაგება მოსახერხებელია ენერგიის იაფ წყაროებთან. დღეისათვის ფერადი მეტალურგია აწარმოებს 70 სხვადასხვა სახეობის ლითონს, საიდანაც 96% მოდის ალუმინზე, სპილენძე, ტყვიასა და თუთიაზე. განვითარებულ ქვეყნებში ფერადი მეტალურგიის რესურსებისა და მოპოვების უდიდეს პოტენციალს ფლობენ აშშ, ავსტრალია, ჩინეთი, კანადა და სარი. მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში მეურნეობის ეს დარგი ძირითადად იმპორტულ ნედლეულზე ვითარდება. ამიტომაც ამ ქვეყნებში დარგის განლაგების გეოგრაფია ნაკლებად ეყრდნობა სანედლეულო ფაქტორს და მეტწილად სატრანსპორტო–ენერგეტიკული და სამომხმარებლო ფაქტორების გათვალისწინებით ვითარდება. განვითარებადი სამყაროს ქვეყნები მდიდარია ფერადი ლითონებით, თუმცა, აქ მათი წარმოება და გამოყენება მნიშვნელოვნად მცირეა.