შინაარსზე გადასვლა

ლუაიოტეს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუაიოტეს კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Loyauté

ლუაიოტეს კუნძულების განლაგება
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 21°04′ ს. გ. 167°21′ ა. გ. / 21.067° ს. გ. 167.350° ა. გ. / -21.067; 167.350
მთავარი კუნძული ლიფუ
ფართობი 1981 კმ²
უმაღლესი წერტილი 138 მ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალი კალედონიის დროშა ახალი კალედონია
პროვინცია ლუაიოტე
დემოგრაფია
მოსახლეობა 18 353 (2019)
სიმჭიდროვე 9,3 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები კანაკები – 94,63 %

ლუაიოტეს კუნძულები (ფრანგ. Îles Loyauté) ან ლოიალტის კუნძულები (ინგლ. Loyalty Islands) — მარჯნული კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში. ლუაიოტეს კუნძულები ეკუთვნის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიას და შედიან მის შემადგენლობაში. სახელი ლოიალტი წარმოიშვა ბრიტანულ-ფრანგული ერთობლივი მფლობელობის პერიოდში, რომელიც დღეისათვის მოძველდა და აღარ გამოიყენება. საერთო ფართობია — 1981 კმ². მოსახლეობის რაოდენობა 2019 წელს შეადგენს — 18 353 ადამიანს.

ტერიტორია ძირითადად დაფარულია ტროპიკული ტყეებით და ქოქოსის პალმის პლანტაციებით. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან შემდეგი კუნძულები:

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად ლუაიოტეს მარჯნის კუნძულები შედიან ლუაიოტეს პროვინციაში და იყოფიან სამ კომუნად: