აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სრულიად აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა (1217 თებერვალი, 1922, სოხუმი, აფხაზეთის სსრ) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით პირველი ყრილობა. ესწრებოდა 255 დელეგატი, მათ შორის: გლეხი 134 (53%), მოსამსახურე — 85 (33%), მუშა — 36 (14%); კომუნისტი — 158 (62%), კომკავშირელი — 6 (2%), უპარტიო — 91 (36%).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი:

  1. საბჭოთა რესპუბლიკების საერთაშორისო მდგომარეობა (ნ. სვანიძე);
  2. მოხსენება სრულიად რუსეთის საბჭოების IX ყრილობისა (ნ. აქირთავა) და თანამოხსენება წითელი არმიის შესახებ;
  3. ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაცია (ნ. ლაკობა);
  4. აფხაზეთის რევკომის მოღვაწეობის ანგარიში (ე. ეშბა), თანამოხსენება მიწისა და სურსათის საკითხებთან დაკავშირებით (სტოკისი);
  5. ადგილიდან წარმოთქმული მოხსენებები;
  6. მოხსენება შიმშილზე (ნ. აქირთავა);
  7. აფხაზეთის ცაკის არჩევა;
  8. საქართველოს საბჭოების ყრილობაზე წარსაგზავნი დელეგატების არჩევნები;
  9. მიმდინარე საქმეები.

პირველი დღის საღამოს სხდომა 12 თებერვალს საღამოს 7:30 საათზე ქალაქ სოხუმის პირველ სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიმართა[1]. სსრ აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის სახელით ე. ეშბამ სრულიად აფხაზეთის საბჭოების პირველი ყრილობა გახსნილად გამოაცხადა.

მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: აფხაზეთში სკპ საოლქო კომიტეტის სახელით — ნ. ლაკობა, აფხაზეთის რევკომის ახელით — აქირტავა, რუსეთის ცაკის სახელით — ე. ეშბა, პროფკავშირების საბჭოების სახელით — კრემლიანსკი, წითელი არმიის სახელით — ევტუშენკო, კომკავშირის სახელით — კოვალენკო.

ე. ეშბამ ფრაქციის ბიუროს სახელით ასარჩევად წარმოადგინა პრეზიდიუმის 17 კაციანი სია: ეშბა, ლაკობა, უბირია, ვარდანია, მელაძე, ჟუკოვი, ნაჭყებია, ხაბურძანია, სვანიძე, ბახტაძე, აქირთავა, კუხალეიშვილი, კრემლიანსკი, იჩო თოფურია, დუგ ტარბა, იაკუბ დოლბაია და ევტუშენკო. სია 220 მომხრეთი და 1 წინააღმდეგით მიღებულ იქნა.

ფრაქციის ბიუროს სახელით წარედგინა სამანდატო კომისიის შემდეგი სია: ბორისენკო, პენიაკოვი და გერგაია, ხოლო სამდივნო — ნერონოვი, მელაძე და სვეკოლნიკოვი.

გამოცხადდა ყრილობის დღის წესრიგი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული. პრეზიდიუმს დაევალა რეგლამენტისა დასამუშაო საათების განსაზღვრა. სესია დაიხურა.

მეორე დღის დილის სხდომა 13 თებერვალს დილის 10 საათზე ქალაქ სოხუმის მეორე სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიმართა.

მეორე დღის საღამოს სხდომა 13 თებერვალს საღამოს გაიმართა. სხდომას თავჯდომარეობდა ნ. აქირთავა[2].

წითელი არმიის შესახებ სიტყვით გამოსული იყო ევტუშენკო.

შემდეგ გამოვიდა ნ. ლაკობა ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციასთან დაკავშირებით.

მესამე დღის დილის სხდომა 14 თებერვალს დილის სხდომა მიეძღვნა ნ. ლაკობას ფედერაციასთან დაკავშირებით მოხსენების თარგმნას აფხაზურ და მეგრულ ენებზე[3].

მესამე დღის საღამოს სხდომა 14 თებერვალს შედგა. სხდომას თავჯდომარეობდა ნ. აქირთავა[4].

ნ. ლაკობას ფედერაციასთან დაკავშირებით მოხსენების განხილვაში ჩაერთვნენ დელეგატები: ეთერია, აბაშენია, ვ. ლაკობა. დასასრულს ბოლო სიტყვით გამოვიდა ნ. ლაკობა.

მეოთხე დღის საღამოს სხდომა 15 თებერვალს საღამოს შედგა[5].

აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის საქმიანობის შესახებ ყრილობის წინაშე ანგარიშით წარსდგა ე. ეშბა.

მეხუთე დღის დილის სხდომა 16 თებერვალს შედგა[6].

მეექვსე დღის საღამოს სხდომა[7] 17 თებერვალს შედგა. სიტყვით გამოვიდა ნ. აქირთავა შიმშილის შესახებ. ყრილობაზე მიიღეს რეზოლუციები. ჩატარდა აფხაზეთის ცაკის არჩევნები. შეირჩა დელეგატები, რომლებიც გაიგზავნებოდნენ საქართველოს საბჭოების ყრილობაზე წარმომადგენლებად.

აფხაზეთის საბჭოების საგანგებო ყრილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულიად აფხაზეთის საბჭოების საგანგებო ყრილობა (2830 ნოემბერი, 1922, სოხუმი) — ყრილობას ესწრებოდა 95 დელეგატი, მათგან 30 ქალაქებიდან დანარჩენები კი მაზრებიდან იყვნენ წარმოდგენილნი.

დღის წესრიგი:

  1. საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო და საგარეო მდგომარეობა (ნ. ლაკობა);
  2. საბჭოთა რესპუბლიკების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (ალანია);
  3. მოხსენება სურსათის გადასახადზე (შაბრანოვი);
  4. სამანდატო კომისიის მოხსენება;
  5. ადგილიდან წარმოთქმული მოხსენებები;
  6. ამიერკავკასიის სფსრ-ის დელეგატთა არჩევნები;
  7. მიმდინარე საქმეები.

პირველი სესია 28 ნოემბერს დღის 1 საათზე ქალაქ სოხუმის პირველ სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიხსნა.

სხდომა გახსნა ნ. აქირთავამ, რომელმაც ორიოდ სიტყვით ახსნა საგანგებო ყრილობის მოწვევის აუცილებლობა. შემდეგ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ცაკის, სკპ-ის საოლქო კომიტეტის, პროფკავშირების, წითელი არმიისა და კომკავშირის საოლქო კომიტეტის წარმომადგენლები.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ დაიწყო ყრილობის პრეზიდიუმის არჩევა. კომუნისტრური ფრაქციის წინადადებით არჩეული იყო 11 წევრი: ნ. ლაკობა, ნ. აქირთავა, ც. კარტოზია, ს. კუხალეიშვილი, ნ. ბორისენკო, ნ. კრემიანსკი, ალანია, შამბა, აგირბა, ვარდანია და ხაბურძანია. აღნიშნული სია ყრილობამ მიიღო ერთსულოვნად. სამდივნოში არჩეულ იქნა სუკოიანი, დელავერი და ნერონოვი; სამანდატო კომისიაში კი — ცაგურია, დემიანენკო, ხასაია, წითლიძე და კონჯარია.

დღის წესრიგი ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგადაც მომდევნო ყრილობა საღამოს 6 საათზე დაინიშნა, მიმდინარე კი — დაიხურა.

მეორე სესია 28 ნოემბერს საღამოს 6 საათზე ქალაქ სოხუმის პირველ სახელმწიფო თეატრის შენობაში შედგა.

სხდომაზე პირველი გამოვიდა ნ. ლაკობა თავისი მოხსენებით, რომელიც 2 საათი გრძელდებოდა.

შემდეგ, სიტყვით გამოვიდა ალანია, რომლის მოხსენება მეორე დღით 29 ნოემბერის მესამე საესიაზე გაგრძელდა.

სესიის დახურვა.

მესამე სესია 29 ნოემბერს შედგა.

სხდომაზე თავისი გამოსვლა დაასრულა ალანიამ თემაზე — „საბჭოთა რესპუბლიკების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“.

30 ნოემბრის სხდომაზე კომუნისტური პარტიის ფრაქციამ ამიერკავკასიის ფედერაციის საბჭოში წარადგინა დედელეგატები: ორჯონიკიძე, ატარბეკოვი, აქირთავა, ლაკობა, ეშბა, კარტოზია, კუხალეიშვილი, ჟვანია, კრემიანსკი, ასანოვი, გუდავაძე, აგირბა, აპბა, ხაბურძანია, ჯობავა, წითლიძე, დამენია, ვარდანია და ჯავახია. ასევე ორი კანდიდატი — უბირია და გრიგოლია.

აფხაზეთის ცაკის სხდომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ ჩატარდა აფხაზეთის I მოწვევის ცაკის ორი სესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]