აფხაზეთის საბჭოების III ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სრულიად აფხაზეთის საბჭოების III ყრილობა (26 მარტი1 აპრილი, 1925, სოხუმი, აფხაზეთის სსრ) — სრულიად აფხაზეთის საბჭოების რიგით მესამე ყრილობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 აპრილის დილის სხდომა გახსნა კობახიამ.

კონსტიტუციის შესახებ სიტყვით გამოვიდა ს. ჭანბა. მან განაცხადა, რომ „აფხაზეთის კონსტიტუციის შექმნისას ხელმძღვანელობდნენ რსფსრ-ის კონსტიტუციით. ამიერკავკასიის სფსრ-ს შექმნის შემდეგ აუცილებელი გახდა აფხაზეთის კონსტიტუციაზე მუშაობის დაწყებაც. წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტი შედგა აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის მიერ და განიხილებოდა სახკომსაბჭოსა და საოლქო კომიტეტში. ის შესაბამისობაში მოყვანილია სსრკ-ის, ასფსრ-სა და საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციებთან“. შემდეგ ჭანბამ სხდომის წინაშე წაიკითხა კონსტიტუცია და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოების ყრილობა მას უპირობოდ მიიღებდა, რადგანაც მისი ცაკში შედგენისას უკვე განხილული იყო სახკომსაბჭოსა და საოლქო კომიტეტის მიერ ყველა დეტალი. ყრილობამ, ყველანაირი განხილვის გარეშე დაამტკიცა აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუცია[1].

შემდეგ სოფლის მეურნეობის გადასახადზე სიტყვით გამოვიდა ალანია.

აფხაზეთის ცაკის პირველი სესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 აპრილს ს. ჭანბას თავჯდომარეობით გაიმართა აფხაზეთის III მოწვევის ცაკის პირველი სესია.

აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ აარჩია აფხაზეთის ცაკის წევრები:

ცაკის სესიაზე არჩეულ იქნა:

1. აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით:
  • აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის თავჯდომარე — ს. ჭანბა;
  • აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის მოადგილე და მდივანი — გეგელია;
  • აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის წევრები: დ. ალანია, ვ. ლადარია, ე. ვარდანია, ზ. ბენია, ნ. კაკუჩაია, ა. ინაშვილი, დ. ანქვაბი, ი. ხაბურძანია, ა. სალაყაია, კ. ინალ-იფა და კ. აპბა.
  • აფხაზეთის ცაკის პრეზიდიუმის კანდიდატები: ბ. ლადარია, ე. გეპმანი, ტ. შარმატი, ო. ვარელჯიანი და პ. პარასკევოპულო.
2. სახალხო კომიტეტის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
  • სახკომსაბჭოს პრეზიდიუმი:
  • სახალხო კომისრების შემადგენლობა:

სესიაზე რიგგარეშედ განხილეს სამურზაყანოს მაზრის აღმასკომის თავჯდომარის ხაბურძანიას განცხადება მაზრისთვის გალის მაზრის სახელწოდების დარქმევის თაობაზე, რომელიც მანამდე სამურზაყანოს მაზრის საბჭოს III ყრილობაზე იქნა დადგენილი. წინადადება ერთხმად იქნა მიღებული[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газ. «Трудовая Абхазия», №72 (1103), 2 апрель, 1925
  2. газ. «Трудовая Абхазия», №74 (1105), 4 апрель, 1925