ინტერნაციონალი (ჰიმნი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერნაციონალი.
ინტერნაციონალი
ტექსტის ავტორი ეჟენ პოტიე, 1871
მუსიკის ავტორი პიერ დეგეიტერი, 1888

ინტერნაციონალი (ფრანგ. L'Internationale) — საერთაშორისო პროლეტარული ჰიმნი, სკკპ-ისა და სხვა კომუნისტურ პარტიათა ჰიმნი. ტექსტი დაწერილია 1870 წელს და ეკუთვნის ეჟენ პოტიეს. მუსიკა, რომელიც შემდეგ პოპულარული გახდა დაწერა პიერ დეგეიტერმა 1888 წელს. პირველად 1888 წელს შეასრულა ქ. ლილის მუშათა გუნდმა.

ინტერნაციონალი გადაიქცა სოციალიზმის საერთაშორისო ჰიმნად. „ინტერნაციონალის“ პირველი თარგმანები 1890 წელს განეკუთვნება. საქართველოში ითარგმნა 1905 წელს (აკაკი წერეთელი, იროდიონ ევდოშვილი). 1937 წელს „ინტერნაციონალი“ სიმფონიური ორკესტრისათვის დაამუშავა დიმიტრი შოსტაკოვიჩმა. 1944 წელს სსრკ-ის ახალი სახელმწიფო ჰიმნის დამტკიცებასთან დაკავშირებით სკპ(ბ) ცკ-ის პლენუმმა დაადგინა, რომ „ინტერნაციონალი“ დარჩენილიყო კომუნისტური პარტიის ჰიმნად. მანამდე საბჭოთა კავშირის ჰიმნის ფუნქციას ასრულებდა ინტერნაციონალი.

ქართული ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირფერო ან სამადლო?

ეს იქნება საბოლოო
შეტაკება... მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გაიხარებს ყველა ტომი.

ეს-ღა მხოლოდ დაგვრჩენია!
ამით ვფიქრობთ თავის დახსნას!
გაუმარჯოს მშიერ მუშას,
მის მკლავსა და მის მარჯვენას!

სხვა სულ ყველა ტყუილია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება -
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..

მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,
კავშირი და შეერთება.
საბერველს რომ დაუბერვენ,
რკინა მაშინ ფოლადდება.

ჩვენც დავჰბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!
საბოლოო მწარე ომი!...
მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით
გაიხარებს ყველა ტომი.

მოცლილ ხალხის მუქთახორას,
ამქვეყნად რომ დაწანწალებს,
ნამუშევარს სტაცებს ღარიბს
და უკიდებს გულში ალებს,

უნდა დავსცეთ თავზე მეხი,
გაურჯელად ვინც ნეტარებს!...
გაუმარჯოს მხოლოდ შრომას,
მუშებსა და პროლეტარებს!...

ყოველი მხრის მუშა ხალხი,
დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!
უნდა მედგრად მივიტანოთ
იმ ჩვენს მტრებზე იერიში!

ეს იქნება საბოლოო
მშრომელ ხალხის მწარე ომი!...
ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით
გაიხარებს ყველა ტომი!

1905

თავდაპირველი ფრანგული ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Debout, les damnés de la terre
Debout, les forçats de la faim
La raison tonne en son cratère
C'est l'éruption de la fin
Du passé faisons table rase
Foules, esclaves, debout, debout
Le monde va changer de base
Nous ne sommes rien, soyons tout
  C'est la lutte finale
  Groupons-nous, et demain
  L'Internationale
  Sera le genre humain

Il n'est pas de sauveurs suprêmes
Ni Dieu, ni César, ni tribun
Producteurs, sauvons-nous nous-mêmes
Décrétons le salut commun
Pour que le voleur rende gorge
Pour tirer l'esprit du cachot
Soufflons nous-mêmes notre forge
Battons le fer quand il est chaud
  C'est la lutte finale
  Groupons-nous, et demain
  L'Internationale
  Sera le genre humain :|

L'état comprime et la loi triche
L'impôt saigne le malheureux
Nul devoir ne s'impose au riche
Le droit du pauvre est un mot creux
C'est assez, languir en tutelle
L'égalité veut d'autres lois
Pas de droits sans devoirs dit-elle
Egaux, pas de devoirs sans droits
  C'est la lutte finale
  Groupons-nous, et demain
  L'Internationale
  Sera le genre humain

Hideux dans leur apothéose
Les rois de la mine et du rail
Ont-ils jamais fait autre chose
Que dévaliser le travail
Dans les coffres-forts de la bande
Ce qu'il a créé s'est fondu
En décrétant qu'on le lui rende
Le peuple ne veut que son dû.
  C'est la lutte finale
  Groupons-nous, et demain
  L'Internationale
  Sera le genre humain

nous saoulaient de fumées
Paix entre nous, guerre aux tyrans
Appliquons la grève aux armées
Crosse en l'air, et rompons les rangs
S'ils s'obstinent, ces cannibales
A faire de nous des héros
Ils sauront bientôt que nos balles
Sont pour nos propres généraux
  C'est la lutte finale
  Groupons-nous, et demain
  L'Internationale
  Sera le genre humain

Ouvriers, paysans, nous sommes
Le grand parti des travailleurs
La terre n'appartient qu'aux hommes
L'oisif ira loger ailleurs
Combien, de nos chairs se repaissent
Mais si les corbeaux, les vautours
Un de ces matins disparaissent
Le soleil brillera toujours.
  C'est la lutte finale
  Groupons-nous, et demain
  L'Internationale
  Sera le genre humain

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]