საქართველოს საბჭოების VI ყრილობა
საქართველოს საბჭოების VI ყრილობა (15 — 19 თებერვალი, 1931, თბილისი) — საქართველოს საბჭოების რიგით მეექვსე ყრილობა. ესწრებოდა 450 დელეგატი გადამწყვეტი ხმით. მათ შორის იყო:71,9% ქართველი, 11% სომეხი, 5,7% რუსი, 4,8% თურქი.
დღის წესრიგი: ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის (გ. ყურულაშვილი), საქართველოს მთავრობის (ფ. მახარაძე), ანგარიშები, მოხსენებები საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო კამპანიისა და საკოლმეურნეო მშენებლობის ამოცანები (შ. მათიკაშვილი), 1931 მრეწველობის საკონტროლო ციფრები (ბ. გოგია), საყოველთაო-სავალდებულო სწავლების შესახებ (გ. დევდარიანი), ცვლილება საქართველოს სსრ კონსტიტუციაში, არჩევნები.
ყრილობამ აირჩია ცაკის წევრები და ამიერკავკასიის VI ყრილობის დელეგატები.
19 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გარდაქმნილიყო აფხაზეთის სახელშეკრულებო სსრ — აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში[კ 1].
საქართველოს ცაკის სხდომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ცაკის VI მოწვევის პირველი სხდომა — 20.2.1931, თბილისი[1];
- საქართველოს ცაკის VI მოწვევის მეორე სხდომა — 14 - 17.6.1932, თბილისი;
- საქართველოს ცაკის VI მოწვევის მესამე სხდომა — 27 - 28.3.1934, თბილისი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 181.
- გაზ. კომუნისტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|