შინაარსზე გადასვლა

ჯონ უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ უილიამსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1932(1932-02-08)[1] [2] [3] [4] [5] (94 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[1]
ხელმოწერა
ჯონ უილიამსი ვიკისაწყობში

ჯონ ტაუნერ უილიამსი (ინგლ. John Towner Williams; დ. 8 თებერვალი, 1932)[6][7][8] — ამერიკელი კომპოზიტორი და დირიჟორი. სამოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში მან შექმნა მუსიკა მრავალი ცნობილი ფილმისთვის კინოს ისტორიაში.[9][10] მისი კომპოზიციური სტილი აერთიანებს რომანტიზმს, იმპრესიონიზმსა და ატონალურ მუსიკას რთულ ორკესტრირებასთან ერთად.[11] იგი ყველაზე მეტად ცნობილია ჯორჯ ლუკასთან და სტივენ სპილბერგთან თანამშრომლობით. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის 27 გრემი, ხუთი ოსკარი, შვიდი BAFTA, სამი ემი და ოთხი ოქროს გლობუსი. სულ 54 ოსკარის ნომინაციით, იგი მეორე ყველაზე ხშირად ნომინირებული ადამიანია ჯილდოს ისტორიაში უოლტ დისნეის შემდეგ. ასევე არის ოსკარის ყველაზე ხანდაზმული ნომინანტი ნებისმიერ კატეგორიაში — მან ნომინაცია 91 წლის ასაკში მიიღო.[12]

უილიამსის ადრეული ნამუშევრები კინოკომპოზიტორის ამპლუაში მოიცავს ფილმებს: „მხოლოდ მამაცნი“ (1965), „თოჯინების ხეობა“ (1967), „მშვიდობით, მისტერ ჩიპს“ (1969), „ანარეკლები“ და „კოვბოები (ფილმი)“ (ორივე 1972), „ხანგრძლივი დამშვიდობება“ (1973) და „ჯოჯოხეთი ცათამბჯენში“ (1974). სპილბერგთან მისი თანამშრომლობა დაიწყო ფილმით „შუგარლენდის ექსპრესი“ (1974) და მას შემდეგ მან მუსიკა დაწერა რეჟისორის თითქმის ყველა მხატვრული ფილმისთვის, ხუთის გარდა. მან მიიღო ხუთი ოსკარი საუკეთესო მუსიკის კატეგორიაში ფილმებისთვის: „მევიოლინე სახურავზე“ (1971; ჯერი ბოკის ორიგინალური მუსიკის ადაპტაცია), „ყბები“ (1975), „ვარსკვლავური ომები“ (1977), „უცხოპლანეტელი“ (1982) და „შინდლერის სია“ (1993). სპილბერგთან ერთად შექმნილ სხვა დასამახსოვრებელ ნამუშევრებს შორისაა „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ (1977), „ინდიანა ჯონსის“ ფრანშიზა (1981–2023), „ჰუკი“ (1991), „იურული პარკი“ (1993) და მისი გაგრძელება „დაკარგული სამყარო: იურული პარკი“ (1997), „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998), „დამიჭირე, თუ შეძლებ“ (2002), „საომარი ცხენი“ (2011), „ლინკოლნი“ (2012) და „ფაბელმანები“ (2022).[13] მან ასევე შექმნა მუსიკა ფილმისთვის „სუპერმენი“ (1978) და მისი ორი გაგრძელებისთვის, პირველი ორი ფილმისთვის სერიიდან „მარტო სახლში“ (1990–1992) და პირველი სამი ფილმისთვის სერიიდან „ჰარი პოტერი“ (2001–2004). სპილბერგთან და ლუკასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გარდა, უილიამსს დაწერილი აქვს მუსიკა ისეთი რეჟისორების ფილმებისთვის, როგორებიც არიან უილიამ უაილერი, კლინტ ისტვუდი, ალფრედ ჰიჩკოკი, ბრაიან დე პალმა, ჯონ ბედემი, ჯორჯ მილერი, ოლივერ სტოუნი, კრის კოლამბუსი, რონ ჰოვარდი, ბარი ლევინსონი, ჯონ სინგლტონი, ალან პარკერი, ალფონსო კუარონი და რობ მარშალი.

უილიამსს ასევე ეკუთვნის მრავალი კლასიკური კონცერტი და სხვა ნაწარმოებები ინსტრუმენტული ანსამბლებისა და სოლო ინსტრუმენტებისთვის. 1980 წლიდან 1993 წლამდე იგი იყო ბოსტონ პოპსის მთავარი დირიჟორი, ამჟამად კი მისი საპატიო დირიჟორია.[14] უილიამსის სხვა ნამუშევრებს შორისაა თემის მუსიკა 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის; NBC Sunday Night Football; თემა „The Mission“ (რომელსაც იყენებენ NBC News და Seven News ავსტრალიაში); PBS-ის „Great Performances“ და ტელესერიალები „კოსმოსში დაკარგულები“, „გიგანტების ქვეყანა“ და „საოცარი ისტორიები“.[15][16]

2004 წელს უილიამსმა მიიღო კენედის ცენტრის ჯილდო, 2009 წელს — ხელოვნების ეროვნული მედალი, ხოლო 2016 წელს — AFI-ის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. იგი იყო პირველი, ვისაც ეს ჯილდო სამსახიობო და სარეჟისორო სფეროს გარეთ გადაეცა. 1998 წელს იგი შეიყვანეს სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, 2000 წელს — ჰოლივუდ ბოულის დიდების დარბაზში, ხოლო 2004 წელს — ამერიკული კლასიკური მუსიკის დიდების დარბაზში. აშშ-ის კინოგაქირავების ისტორიაში 25 ყველაზე შემოსავლიანი ფილმიდან ცხრა ფილმის მუსიკა უილიამსს ეკუთვნის.[17] 2022 წელს, დედოფალმა ელისაბედ II-მ უილიამსს მიანიჭა საპატიო რაინდის წოდება „კინომუსიკაში შეტანილი ღვაწლისთვის“. 2005 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა უილიამსის მუსიკა ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები“ პირველ ადგილზე დააყენა სიაში AFI-ის 100 წლის კინომუსიკა; ამავე სიაში მოხვდა მისი მუსიკა ფილმებისთვის „ყბები“ და „უცხოპლანეტელი“. კონგრესის ბიბლიოთეკამ „ვარსკვლავური ომების“ საუნდტრეკი ჩანაწერების ეროვნულ რეესტრში შეიყვანა, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი“ ნამუშევარი.[18]

ჯონ ტაუნერ უილიამსი დაიბადა 1932 წლის 8 თებერვალს ქუინსში, ნიუ-იორკი,[19] ესთერ (დაბადებით ტაუნერი) და ჯონი უილიამსის ოჯახში.[20] მამამისი იყო ჯაზ-დრამერი და პერკუსიონისტი, რომელიც რეიმონდ სკოტის კვინტეტში უკრავდა. მას ჰყავს უფროსი და, ჯოანი,[20] და ორი უმცროსი ძმა, ჯერი და დონი, რომლებიც მის კინომუსიკის შესრულებაში მონაწილეობენ.[20] თავისი წარმომავლობის შესახებ უილიამსმა თქვა: „მამაჩემი მენიდან იყო — ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. დედაჩემი კი ბოსტონიდან იყო. მამის მშობლებს უნივერმაღი ჰქონდათ ბანგორში, ხოლო დედის მამა დურგალი იყო“.[21] ჯონ უილიამს უფროსი თანამშრომლობდა ბერნარდ ჰერმანთან, მისი ვაჟი კი ზოგჯერ რეპეტიციებსაც ესწრებოდა.[22] მამის მსგავსად, ახალგაზრდობაში მასაც „ჯონი უილიამსის“ სახელით იცნობდნენ, თუმცა მოგვიანებით სახელი „ჯონ უილიამსი“ დაიმკვიდრა.

1948 წელს უილიამსების ოჯახი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ჯონი სწავლობდა ჩრდილოეთ ჰოლივუდის საშუალო სკოლაში, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. შემდეგ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) განაგრძო, სადაც კომპოზიციას კერძო გაკვეთილებზე იტალიელ კომპოზიტორ მარიო კასტელნუოვო-ტედესკოსთან სწავლობდა.[23] უილიამსი ერთი სემესტრით ასევე სწავლობდა ლოს-ანჯელესის საქალაქო კოლეჯში, რათა სკოლის სტუდიურ ჯაზ-ბენდში დაეკრა.[24]

1951 წელს უილიამსი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში გაიწვიეს, სადაც იგი პიანინოსა და ბასზე უკრავდა, ასევე ხელმძღვანელობდა და მუსიკალურ არანჟირებას უკეთებდა საჰაერო ძალების ბენდს.[25][26][27] 1952 წლის მარტში ჩრდილო-აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობის 596-ე საჰაერო ძალების ბენდში გადაიყვანეს და სენტ-ჯონზში, ნიუფაუნდლენდში, პეპერელის საჰაერო ბაზაზე განათავსეს.[28] სამსახურის პერიოდში იგი ასევე ესწრებოდა მუსიკის კურსებს არიზონას უნივერსიტეტში.[29][30]

1955 წელს, სამხედრო სამსახურის შემდეგ, უილიამსი ნიუ-იორკში გადავიდა და ჯულიარდში ჩაირიცხა, სადაც პიანინოს როზინა ლევინასთან სწავლობდა.[23] იგი თავდაპირველად გეგმავდა, გამხდარიყო საკონცერტო პიანისტი, თუმცა მას შემდეგ, რაც მოისმინა ისეთი თანამედროვე პიანისტების შესრულება, როგორებიც იყვნენ ჯონ ბრაუნინგი და ვან კლაიბერნი, აქცენტი კომპოზიციაზე გადაიტანა. მოგვიანებით იხსენებდა: „წერას უკეთ ვახერხებდი, ვიდრე დაკვრას“.[31][32] სწავლის პერიოდში უილიამსი პიანისტად მუშაობდა ქალაქის მრავალ ჯაზ-კლუბში.[33]

კარიერის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიარდსა და ისტმენის მუსიკის სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ, უილიამსი ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, სადაც კინოსტუდიებში ორკესტრატორად დაიწყო მუშაობა.[34] ამ პერიოდში უილიამსი თანამშრომლობდა ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიც იყვნენ ფრანც ვაქსმანი, ბერნარდ ჰერმანი და ალფრედ ნიუმენი, ასევე კოლეგა ორკესტრატორებთან — კონრად სელინჯერთან და ბობ ფრანკლინთან.[35]

უილიამსი ასევე იყო სტუდიის პიანისტი და სესიური მუსიკოსი, რომელიც ასრულებდა ჯერი გოლდსმიტის, ელმერ ბერნსტაინისა და ჰენრი მანჩინის კომპოზიციებს. მისი ერთ-ერთი პირველი სამუშაო იყო მენტორ ალფრედ ნიუმენთან თანამშრომლობა ფილმზე „კარუსელი“ (1956), სადაც მას ტიტრებში მოუხსენიებელი ორკესტრული როლი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში თამაშობდა მისი მომავალი მეუღლე ბარბარა რუიკი.[36]

მანჩინისთან ერთად მან ჩაწერა მუსიკა ფილმებისთვის: „პიტერ განი“ (1959), „საუზმე ტიფანისთან“ (1961), „ღვინისა და ვარდების დღეები“ (1962) და „შარადა“ (1963). მანჩინის ფილმის „პიტერ განი“ მთავარ თემაში იგი პიანინოს პარტიას ასრულებდა გიტარა-პიანინოს ოსტინატოში.[37][38] ელმერ ბერნსტაინთან ერთად შეასრულა მუსიკა ალექსანდრე მაკენდრიკის ფილმისთვის „წარმატების ტკბილი სურნელი“ (1957) და რობერტ მალიგანის ფილმისთვის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (1962). უილიამსი ასევე იყო პიანისტი ბილი უაილდერის ფილმში „ბინა“ (1960), ჯერომ რობინსისა და რობერტ უაიზის „ვესტსაიდურ ისტორიაში“ (1961) და ბლეიკ ედვარდსის ფილმში „დიდი რბოლა“ (1966).[39]

მან „ჯონი უილიამსის“ სახელით რამდენიმე ჯაზ-ალბომი გამოუშვა, მათ შორის: „Jazz Beginnings“, „World on a String“ და „The John Towner Touch“.[39] უილიამსი ასევე მუშაობდა მუსიკალურ არანჟირებაზე და ბენდის ხელმძღვანელად პოპულარული მუსიკის ალბომების სერიისთვის რეი ვასკესთან და ფრენკი ლეინთან თან ერთად.[40][41]

მუსიკა კინოსა და ტელევიზიისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს, პეპერელის საჰაერო ბაზაზე მსახურობისას, უილიამსმა შექმნა თავისი პირველი მუსიკა ფილმისთვის „You Are Welcome“ — ეს იყო სარეკლამო რგოლი ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციის ტურისტული საინფორმაციო ბიუროსთვის.[26] უილიამსის პირველი ნამუშევარი მხატვრული კინოსთვის იყო „Daddy-O“ (1958), რასაც ორი წლის შემდეგ მოჰყვა „რადგან ისინი ახალგაზრდები არიან“. უილიამსი ასევე წერდა მუსიკას ტელევიზიისთვის, მათ შორის სერიალებისთვის: „მარტოხელა მამა“ (1957–59), „Kraft Suspense Theatre“ (1963–65), „კოსმოსში დაკარგულები“ (1965–68), „დროის გვირაბი“ (1966–67) და „გიგანტების ქვეყანა“ (1968–70) — ამ უკანასკნელი სამი პროექტის პროდიუსერი ირვინ ალენი იყო.[42] მან ასევე იმუშავა სერიალების — „M Squad“ (1957–60) და „შამათი“ (1960–62) რამდენიმე ეპიზოდზე და „გილიგანის კუნძულის“ (1964–67) საპილოტო სერიაზე.[43][44]

ამერიკულ-იაპონური ანტისაომარი ეპოსი „მხოლოდ მამაცნი“ (1965) იქცა გარდამტეხ მომენტად უილიამსის კარიერაში, როდესაც მან სრულად გადაინაცვლა ტელევიზიიდან დიდ ჰოლივუდურ კინოში. სწორედ ამ ფილმმა ჩამოაყალიბა მისი სტილი მომავალი ბლოკბასტერებისთვის. ჟურნალ Variety-ს რეცენზენტმა ხაზი გაუსვა მის მუსიკას, როგორც „შესანიშნავ ფონს“. ეს ფილმი ასევე იყო უილიამსის პირველი თანამშრომლობა ფრენკ სინატრასთან, რომელიც სურათის რეჟისორიც იყო და მთავარ როლსაც ასრულებდა. მოგვიანებით იგი დირიჟორობდა სინატრას გამოსვლებს სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის სლოუნ-კეტერინგის კიბოს ცენტრის გალა-კონცერტზე.[45][46]

უილიამსმა უილიამ უაილერის ფილმს „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ (1966) უწოდა „პირველი ფილმი, რომელზეც დიდ, სუპერ-ნიჭიერ რეჟისორთან ერთად ვიმუშავე“.[38] მან მიიღო თავისი პირველი ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „თოჯინების ხეობა“ (1967), ხოლო მორიგი ნომინაცია — ფილმისთვის „მშვიდობით, მისტერ ჩიპს“ (1969). პირველი ოსკარი კი მოიპოვა ნომინაციაში საუკეთესო მუსიკალური ადაპტაცია ფილმისთვის „მევიოლინე სახურავზე“ (1971). მან შექმნა მუსიკა რობერტ ოლტმენის ფსიქოლოგიური ტრილერისთვის „ანარეკლები“ (1972) და მისი ნეო-ნუარისთვის „ხანგრძლივი დამშვიდობება“ (1973). ამ უკანასკნელზე პოლინ კეილი წერდა: „უილიამსის მუსიკა არის კინოში თემის ხშირი გადამეტებული გამოყენების პაროდია და იმის დემონსტრირება, თუ რამდენად ადაპტირებადი შეიძლება იყოს ერთი თემა“. ოლტმენს, რომელიც ცნობილი იყო მსახიობებისთვის სრული თავისუფლების მიცემით, მსგავსი მიდგომა ჰქონდა უილიამსის მიმართაც და ეუბნებოდა: „აკეთე რაც გინდა. გააკეთე ისეთი რამ, რაც აქამდე არ გაგიკეთებია“.[38]

მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა 1970-იანი წლების დასაწყისში ირვინ ალენის კატასტროფის ფილმებზე მუშაობით, როგორიცაა „პოსეიდონის თავგადასავალი“ (1972), „ჯოჯოხეთი ცათამბჯენში“ და „მიწისძვრა“ (ორივე 1974). უილიამსმა „ანარეკლების“ მუსიკა თავის ფავორიტებს შორის დაასახელა; იგი იხსენებს, რომ „ეს კომპოზიცია იყენებდა ყველანაირ ეფექტს პიანინოსთვის, პერკუსიისთვის და სიმებიანი საკრავებისთვის... კინომუსიკა რომ არ მეწერა და მხოლოდ საკონცერტო მუსიკის წერა გამეგრძელებინა, ალბათ სწორედ ამ სტილში ვიმუშავებდი“. საბოლოოდ, სწორედ ფილმებმა „გამომძალველები“ (1969) და „კოვბოები“ (1972) განსაზღვრა მისი კარიერის მიმართულება.

თანამშრომლობა სტივენ სპილბერგთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამსის მუსიკამ ფილმებისთვის „გამომძალველები“ და „კოვბოები“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა სტივენ სპილბერგზე, რომელიც თავისი სადებიუტო მხატვრული ფილმის, „შუგარლენდის ექსპრესის“ (1974) გადასაღებად ემზადებოდა და კომპოზიტორად სწორედ უილიამსი მოითხოვა. უილიამსი იხსენებს: „შევხვდი ადამიანს, რომელიც გარეგნულად ჩვიდმეტი წლის ბიჭს ჰგავდა, ძალიან საყვარელი ყმაწვილი იყო, რომელმაც კინომუსიკაზე ჩემზე მეტი იცოდა — მაქს შტაინერისა და დიმიტრი ტიომკინის ყველა ნამუშევარი ზეპირად იცოდა. ჩვენი შეხვედრა ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში შედგა, რომელიც სტუდიის ხელმძღვანელებმა მოაწყვეს. ეს ძალიან საყვარელი სანახავი იყო — ისეთი შეგრძნება გქონდა, თითქოს სტივენი მსგავს რესტორანში მანამდე არასდროს ყოფილიყო. ეს ჰგავდა ლანჩს თინეიჯერ ბიჭთან, ოღონდ ძალიან ბრწყინვალე ბიჭთან“.[47] ისინი ერთი წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ფილმ „ყბებზე“ მუშაობისას. სპილბერგი „ყბების“ მონტაჟისას დროებით მუსიკად (temp track) უილიამსის „ანარეკლების“ თემას იყენებდა. როდესაც უილიამსმა მას „ყბების“ მთავარი თემა დაუკრა, რომელიც ორი ნოტის მონაცვლეობაზე იყო აგებული, სპილბერგს თავიდან ეს ხუმრობა ეგონა. უილიამსმა უპასუხა: „ის დახვეწილი მიდგომა, რომელსაც ჩემგან ელი, არ შეესაბამება შენს მიდგომას იმ ფილმთან, რომელიც ახლახანს ვნახე“. თემის სხვადასხვა ვარიაციის მოსმენის შემდეგ სპილბერგი დაეთანხმა: „ზოგჯერ საუკეთესო იდეები ყველაზე მარტივია“.[48] ამ მუსიკამ უილიამსს მეორე ოსკარი მოუტანა, რომელიც მისი პირველი ჯილდო იყო ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა.[49] მისი ავისმომასწავებელი ორნოტიანი ოსტინატო მოახლოებული საფრთხის სიმბოლოდ იქცა.[50]

ამის შემდეგ მალევე, სპილბერგმა და უილიამსმა დაიწყეს ორწლიანი თანამშრომლობა ფილმზე „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“. მათ შექმნეს გამორჩეული ხუთნოტიანი მოტივი, რომელიც ფილმში ერთდროულად მუსიკალური თემაცაა და სიუჟეტური ელემენტიც — არამიწიერ ცივილიზაციებთან საკომუნიკაციო სიგნალი. დარინ კინგი წერს: „ამ ფილმის ერთი მომენტი ზუსტად გადმოსცემს სპილბერგისა და უილიამსის ალქიმიას: მუსიკალური დიალოგი ადამიანებსა და სხვა სამყაროდან მოსულ სტუმრებს შორის, რაც თავისთავად ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია“.[51] პოლინ კეილი ჟურნალ The New Yorker-ში ამ სცენის შესახებ წერდა: „დედამიწელები მზად არიან მართვის პულტთან და დიდ ხომალდს ჰობოის სოლო ვარიაციით ესალმებიან ხუთნოტიან თემაზე; ხომალდი კი ტუბას ღრმა ტონებით პასუხობს. დიალოგი ნეტარ გატაცებაში გადადის... ეს არის საუბრის მსგავსი დუეტი: სფეროების მუსიკა“.[52] უილიამსი ამბობს, რომ ბოლო ორი ნოტის მოულოდნელობა იქიდან მოდის, რომ თემის პირველი სამი ნოტი უკვე დასრულებულად ჟღერს. მან დაამატა: „ეს მხოლოდ ოცი წლის შემდეგ გავაცნობიერე“.[38]

სპილბერგმა უილიამსი აირჩია ფილმისთვის „1941“ (1979), ხოლო ჯორჯ ლუკასთან ერთად — ფილმისთვის „დაკარგული კიდობნის მაძიებლები“ (1981).[53] ამ უკანასკნელისთვის უილიამსმა დაწერა „The Raiders March“ ფილმის გმირის, ინდიანა ჯონსისთვის, ასევე ცალკეული თემები აღთქმის კიდობნის, ჯონსის საყვარელი ქალის, მარიონ რავენვუდისა და ნაცისტი ბოროტმოქმედებისთვის. დამატებითი თემები შეიქმნა ფილმებისთვის: „ინდიანა ჯონსი და ბედის ტაძარი“ (1984), „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“ (1989), „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“ (2008) და „ინდიანა ჯონსი და ბედის დისკო“ (2023). სპილბერგმა ხაზი გაუსვა უილიამსის მუსიკის მნიშვნელობას ინდიანა ჯონსის ფილმებისთვის: „ჯონსი არ დაღუპულა, რადგან იგი ყურადღებით უსმენდა მუსიკას. მისი მჭრელი რიტმები კარნახობდნენ მას, როდის უნდა გაქცეულიყო. სიმებიანი საკრავების ხმა ეუბნებოდა, როდის უნდა დახრილიყო. ინტეგრირებული თემები მიანიშნებდნენ ავანტიურისტ ჯონსს, როდის უნდა ეკოცნა გმირისთვის ან როდის დაემარცხებინა მტერი. საბოლოო ჯამში, ჯონსი უსმენდა... და გადარჩა“.[54][55] უილიამსის მუსიკამ სპილბერგის ფილმისთვის „უცხოპლანეტელი“ (1982) მას მეოთხე ოსკარი მოუტანა.[49] სპილბერგს იმდენად მოეწონა მუსიკა ფინალური დევნის სცენისთვის, რომ ფილმის მონტაჟი მას მოარგო.[56]

ჯონ უილიამსი დირიჟორობს „დაკარგული კიდობნის მაძიებლების“ მუსიკას ევერი ფიშერ ჰოლში, 2007 წელი

სპილბერგისა და უილიამსის თანამშრომლობა 1987 წელს განახლდა ფილმით „მზის იმპერია“ და გაგრძელდა ფილმებით: „ყოველთვის“ (1989), „კაუჭა“ (1991), „იურული პარკი“ (1993) და მისი გაგრძელება „დაკარგული სამყარო: იურული პარკი“ (1997), „ამისტადი“ (1997) და „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998). უილიამსმა ასევე შექმნა მთავარი თემა და მუსიკა სპილბერგის ანთოლოგიური ტელესერიალის „საოცარი ისტორიები“ (1985) რამდენიმე ეპიზოდისთვის. „შინდლერის სია“ (1993) უილიამსისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა; სპილბერგთან ერთად პირველადი მონტაჟის ნახვის შემდეგ იგი იმდენად დაიტვირთა ემოციურად, რომ ფილმზე მუშაობისა ეშინოდა. მან სპილბერგს უთხრა: „მართლა ვფიქრობ, რომ ამ ფილმისთვის ჩემზე უკეთესი კომპოზიტორი გჭირდება“. სპილბერგმა კი უპასუხა: „ვიცი, მაგრამ ყველა მათგანი მკვდარია“.[57] უილიამსმა ფილმის მთავარი თემის შესრულება კლასიკურ მევიოლინე იცხაკ პერლმანს სთხოვა. ამ ნამუშევრით უილიამსმა მეოთხე ოსკარი მიიღო საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (ჯამში მეხუთე).

უილიამსმა დაწერა მუსიკა კინოსტუდია DreamWorks Pictures-ის ლოგოსთვის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სპილბერგია. ლოგოს დებიუტი შედგა სტუდიის პირველ ფილმში „მშვიდობისმყოფელი“, რომელიც 1997 წლის 26 სექტემბერს გამოვიდა.[58][59] 2001 წელს უილიამსმა მუსიკა დაწერა სპილბერგის ფილმისთვის „ხელოვნური ინტელექტი“, რომელიც ეფუძნებოდა სტენლი კუბრიკის დაუსრულებელ პროექტს. კინოკრიტიკოსი ა. ო. სკოტი აღნიშნავდა, რომ ეს ფილმი უილიამსისთვის ახალი მიმართულება იყო — სპილბერგმა შექმნა „ისეთივე მრავალშრიანი, დისონანსური და უცნაური გარემო, როგორიც ჯონ უილიამსის უჩვეულოდ თავშეკავებული, მოდერნისტული მუსიკაა“.[60] კუბრიკის თხოვნით, უილიამსმა მუსიკაში ჩართო ციტატა რიხარდ შტრაუსის ოპერიდან „ვარდების კავალერი“.[61] უილიამსის ჯაზით შთაგონებული მუსიკა ფილმისთვის „დამიჭირე, თუ შეძლებ“ (2002) ჰენრი მანჩინის ნამუშევრებს მოგვაგონებს. ფილმისთვის „ტერმინალი“ (2004) უილიამსმა დაწერა სახელმწიფო ჰიმნი გამოგონილი ქვეყნის — კრაკოჟიასთვის.[62] მისი მუსიკა სპილბერგის „სამყაროთა ომისთვის“ (2005) შთაგონებული იყო მუსიკით კლასიკური მონსტრების შესახებ ფილმებისთვის. იმავე წელს მან შექმნა მუსიკა სპილბერგის ეპიკური ისტორიული დრამისთვის „მიუნხენი“.

2011 წელს, კინომუსიკაში სამწლიანი შესვენების შემდეგ, უილიამსმა დაწერა მუსიკა სპილბერგის ფილმებისთვის „ტინტინის თავგადასავალი“ და „საომარი ცხენი“. პირველი მათგანი იყო მისი პირველი ნამუშევარი ანიმაციური ფილმისთვის, სადაც მან სხვადასხვა სტილი გამოიყენა, მათ შორის „1920-30-იანი წლების ევროპული ჯაზი“ შესავალი ტიტრებისთვის და „მეკობრული მუსიკა“ საზღვაო ბრძოლებისთვის. ამ ფილმებისთვის მიღებული ოსკარის ნომინაციები უილიამსისთვის 46-ე და 47-ე იყო, რითაც იგი გახდა ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მუსიკოსი ოსკარის ისტორიაში (მანამდე იგი პირველობას ალფრედ ნიუმენთან იყოფდა 45 ნომინაციით). უილიამსმა „ტინტინის“ მუსიკისთვის „ენის ჯილდო“ მიიღო. 2012 წელს დაწერა მუსიკა ფილმისთვის „ლინკოლნი“, რისთვისაც 48-ე ნომინაცია მიიღო.[63] მას ასევე უნდა დაეწერა მუსიკა ფილმისთვის „ჯაშუშების ხიდი“, თუმცა 2015 წლის მარტში გამოცხადდა, რომ მას თომას ნიუმენი ჩაანაცვლებდა ჯანმრთელობის მცირე პრობლემების გამო. ეს იყო სპილბერგის პირველი ფილმი „იისფერიდან“ (1985) მოყოლებული, რომლის მუსიკის ავტორიც უილიამსი არ ყოფილა.[64] მოგვიანებით უილიამსმა შექმნა მუსიკა სპილბერგის ფენტეზისთვის „დიდი კეთილი გიგანტი“ და დრამისთვის „საიდუმლო დოსიე“ (2017).[65]

2019 წელს უილიამსი მუსიკალური კონსულტანტი იყო სპილბერგის „ვესტსაიდური ისტორიისთვის“ (2021)[66] და დაწერა მუსიკა მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმისთვის „ფაბელმანები“ (2022).[67] 2022 წლის ივნისში უილიამსმა განაცხადა, რომ „ინდიანა ჯონსი და ბედის დისკო“ სავარაუდოდ მისი ბოლო კინონამუშევარი იქნებოდა, რადგან პენსიაზე გასვლას და მხოლოდ საკონცერტო მუსიკაზე კონცენტრირებას გეგმავდა.[7] თუმცა, 2023 წლის იანვარში მან ეს გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ კიდევ სულ მცირე „10 წელი აქვს წინ“. მან თავისი გადაწყვეტილება სპილბერგის მამას, არნოლდს შეადარა, რომელიც თავის სფეროში 100 წლამდე მუშაობდა.[68][69]

ჯორჯ ლუკასი, „ვარსკვლავური ომები“ და სხვა ფრანშიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპილბერგმა უილიამსს რეკომენდაცია გაუწია თავის მეგობარ ჯორჯ ლუკასთან, რომელსაც კომპოზიტორი სჭირდებოდა თავისი კოსმოსური ოპერის, „ვარსკვლავური ომების“ (1977) შესაქმნელად. უილიამსმა წარმოადგინა გრანდიოზული სიმფონიური პარტიტურა, რომელზეც გავლენა მოახდინა გუსტავ ჰოლსტის საორკესტრო სიუიტამ „პლანეტები“, ასევე რიხარდ შტრაუსის, ანტონინ დვორჟაკისა და ჰოლივუდის ოქროს ხანის კომპოზიტორების, მაქს შტაინერისა და ერიხ ვოლფგანგ კორნგოლდის შემოქმედებამ. „ვარსკვლავური ომების“ მთავარი თემა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია, ხოლო „ძალის თემა“ (Force Theme) და „პრინცესა ლეიას თემა“ ლაიტმოტივის ბრწყინვალე მაგალითებია. მუსიკა წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა — იგი დღემდე რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად არაპოპულარულ მუსიკალურ ჩანაწერად — და უილიამსს მეორე ოსკარი მოუტანა საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.[70] 1980 წელს უილიამსი დაუბრუნდა საგას ფილმისთვის „იმპერიის საპასუხო დარტყმა“, სადაც წარადგინა „საიმპერატორო მარში“ (The Imperial March), როგორც დართ ვეიდერისა და გალაქტიკური იმპერიის თემა, ასევე „იოდას თემა“ და „ჰან სოლო და პრინცესა“. „ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგია დასრულდა ფილმით „ჯედაის დაბრუნება“, რისთვისაც უილიამსმა შექმნა „იმპერატორის თემა“, „ევოკების აღლუმი“ და „ლუკი და ლეია“. ორივე პარტიტურამ მას ოსკარის ნომინაციები მოუტანა.[49]

1999 წელს ლუკასმა დაიწყო „ვარსკვლავური ომების“ პრიკველების ტრილოგია. უილიამსს სთხოვეს მუსიკის დაწერა სამივე ფილმისთვის, დაწყებული სურათით „ფარული საფრთხე“. წინა ფილმების თემებთან ერთად, მან შექმნა ახალი კომპოზიციები ფილმებისთვის „კლონების შეტევა“ (2002) და „სითების შურისძიება“ (2005). მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო „ბედისწერათა დუელი“ (Duel of the Fates) — აგრესიული საგუნდო კომპოზიცია ვერდის „რეკვიემის“ სტილში,[71] რომელშიც გამოყენებულია მძიმე სანსკრიტული ტექსტი. ვოკალური მელოდიების გამოყენება უჩვეულო იყო უილიამსისთვის, რომელიც ჩვეულებრივ უპირატესობას ჩასაბერ საკრავებს ანიჭებდა. ასევე აღსანიშნავია „ანაკინის თემა“, რომელიც იწყება როგორც უდანაშაულო, ბავშვური მელოდია და თანდათანობით გადადის ავისმომასწავებელ „საიმპერატორო მარშში“. „კლონების შეტევისთვის“ უილიამსმა დაწერა „Across the Stars“, სასიყვარულო თემა პადმე ამიდალასა და ანაკინ სკაიუოკერისთვის.[72][73] დასკვნითმა ნაწილმა, „სითების შურისძიება“, გააერთიანა სერიის მრავალი ძველი თემა ახალ კომპოზიციებთან ერთად, როგორიცაა თემა გენერალი გრივუსისთვის და ფილმის კულმინაციური „გმირების ბრძოლა“ (Battle of the Heroes).[74]

უილიამსმა ასევე შექმნა მუსიკა ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ სერიის პირველი სამი ფილმისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ამ ციკლიდან, „ჰედვიგის თემა“ (Hedwig's Theme), გამოყენებული იქნა სერიის ყველა მომდევნო ფილმში. ისევე როგორც „ყბების“, „ვარსკვლავური ომების“, „სუპერმენისა“ და „ინდიანა ჯონსის“ შემთხვევაში, ფანები „ჰარი პოტერის“ ფილმებს სწორედ უილიამსის თემებთან აიგივებენ. უილიამსს სთხოვეს დაბრუნებულიყო ფრანშიზის ბოლო ნაწილის, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2“-ის მუსიკის დასაწერად, თუმცა რეჟისორმა დევიდ იეიტსმა განაცხადა, რომ მათი გრაფიკები ვერ დაემთხვა.[75]

2013 წლის დასაწყისში უილიამსმა გამოთქვა სურვილი ემუშავა „ვარსკვლავური ომების“ გაგრძელების ტრილოგიაზე. 2015 წელს მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“, რისთვისაც 50-ე ოსკარის ნომინაცია მიიღო.[76][77] 2017 წელს შექმნა მუსიკა საგის მერვე ეპიზოდისთვის „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[78] უილიამსმა ასევე დაწერა თემა „The Adventures of Han“ 2018 წლის ფილმისთვის „სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი“, ხოლო დანარჩენი მუსიკა ჯონ პაუელმა შექმნა უილიამსის თემებზე დაყრდნობით.[79]

2018 წლის მარტში უილიამსმა განაცხადა, რომ ფილმის „ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“ (2019) შემდეგ იგი დაასრულებდა მუშაობას ამ ფრანშიზისთვის. უილიამსი თავად ჩნდება ამ ფილმში ეპიზოდურ როლში, როგორც ბარმენი ომა ტრესი პლანეტა კიჯიმიზე.[80] 2018 წლის ივლისში მან შექმნა მუსიკალური თემა დისნეილენდის ატრაქციონისთვის „ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის კიდე“ (Star Wars: Galaxy's Edge), რისთვისაც გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2022 წელს მან დაწერა მთავარი თემა მინი-სერიალისთვის „ობი-ვან კენობი“.[81]

სხვა ნამუშევრები კინოსა და ტელევიზიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამსმა შექმნა მუსიკა ალფრედ ჰიჩკოკის უკანასკნელი ფილმისთვის „ოჯახური შეთქმულება“ (1976), ასევე ჯონ გილერმინის ფილმისთვის „ჯოჯოხეთი ცათამბჯენში“ (1974), კლინტ ისტვუდის „ეიგერის სანქცია“ (1975), ჯონ ფრანკენჰაიმერის „შავი კვირა“ (1977), ჯონ ბედემის „დრაკულა“ (1979), ალან არკუშის „Heartbeeps“ (1981) და ფრენკ პერის „მონსინიორი“ (1982). მან ასევე დაწერა ოსკარსა და ოქროს გლობუსზე ნომინირებული სიმღერა „If We Were in Love“ (ტექსტის ავტორები ალან და მერილენ ბერგმანები) ფრანკლინ შეფნერის ფილმისთვის „დიახ, ჯორჯო“ (1982).

„ოჯახურ შეთქმულებაზე“ მუშაობისას ჰიჩკოკმა უილიამსს უთხრა, რომ ერთი რამ დაემახსოვრებინა: „მკვლელობა შეიძლება კარგი გასართობი იყოს“. უილიამსმა შთაგონება ჰიჩკოკის საყვარელი კომპოზიტორისგან, ბერნარდ ჰერმანისგან მიიღო და რეჟისორი შედეგით კმაყოფილი დარჩა. უილიამსმა მსგავსი მიდგომა გამოიყენა ბრაიან დე პალმას ფილმისთვის „მძვინვარება“ (1978). კეილმა უილიამსს ფილმის „მთავარი თანამონაწილე“ უწოდა და აღნიშნა, რომ მან შექმნა „შესაძლოა ყველაზე შესაფერისი და დახვეწილად მრავალფეროვანი მუსიკა, რაც კი ოდესმე საშინელებათა ფილმს ჰქონია“. [82]

იმავე წელს უილიამსმა შექმნა მუსიკა რიჩარდ დონერის ფილმისთვის „სუპერმენი“ (1978). გადმოცემით, დონერმა მთავარი თემის დემო-ვერსიის მოსმენისას სტუდიაში შეირბინა და წამოიძახა: „მუსიკა რეალურად ამბობს — სუპერმენი!“ [83] კინოკრიტიკოსი კინგი წერს, რომ დონერს ჰქონდა თეორია, თითქოს მთავარი თემის სამნოტიანი მოტივი მუსიკალურად იმეორებდა მარცვლებს „სუ-პერ-მენ!“ (SU-per-MAN!). როდესაც უილიამსს ჰკითხეს, იყო თუ არა ამაში სიმართლე, მან უპასუხა: „ამაში ყველაფერი სიმართლეა“. [38] მუსიკის გმირული და რომანტიკული თემები მოგვიანებით სერიის გაგრძელებებში და ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“ (2006) გამოიყენეს. მთავარი მარში ასევე დაბრუნდა ჯონ მერფისა და დევიდ ფლემინგის მუსიკალურ გაფორმებაში ჯეიმზ განის ფილმისთვის „სუპერმენი“ (2025). [84]

1985 წელს NBC-მ უილიამსს დაუკვეთა მუსიკალური პაკეტი საინფორმაციო გამოშვებებისთვის. ამ ნამუშევარს უილიამსმა „The Mission“ უწოდა; იგი ოთხი ნაწილისგან შედგება და ორი მათგანი დღემდე აქტიურად გამოიყენება NBC-ის გადაცემებში: „Today“, „NBC Nightly News“ და „Meet the Press“. [85] 1987 წელს მან მუსიკა დაწერა ჯორჯ მილერის ფილმისთვის „ისტვიკელი ალქაჯები“. ლოურენს კასდანის ფილმისთვის „შემთხვევითი ტურისტი“ (1988) შექმნილ ოსკარზე ნომინირებულ მუსიკაში მან ორკესტრირებისა და სინთეზატორების გამოყენებით სხვადასხვა განწყობა შექმნა. [86]

მისი სხვა ხშირი კოლაბორაციები მოიცავს რეჟისორებს: მარტინ რიტი („პუტი და ტილი“, „კონრაკი“, „სტენლი და აირისი“), მარკ რაიდელი („გამომძალველები“, „კოვბოები“, „კონკია ლიბერტი“, „მდინარე“), ოლივერ სტოუნი („ოთხ ივლისს დაბადებული“, „ჯეი ეფ კეი“, „ნიქსონი“) და კრის კოლამბუსი („მარტო სახლში“ პირველი ორი ფილმი, „დედინაცვალი“, „ჰარი პოტერის“ პირველი ორი ფილმი). დამატებით, ამ პერიოდში უილიამსმა იმუშავა ფილმებზე: „კოსმოსური ბანაკი“ (1986), „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ (1990), „შორს, ჰორიზონტს მიღმა“ (1992), „საბრინა“ (1995), „მძინარენი“ (1996), „როუზვუდი“ (1997), „შვიდი წელი ტიბეტში“ (1997), „ანჯელას ფერფლი“ (1999), „პატრიოტი“ (2000) და „გეიშას მემუარები“ (2005).

2013 წელს მან შექმნა მუსიკა ფილმისთვის „წიგნის ქურდი“, რაც 2005 წლის შემდეგ სპილბერგის გარდა სხვა რეჟისორთან მისი პირველი თანამშრომლობა იყო. ამ ნამუშევარმა მას ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-ს ნომინაციები და გრემის ჯილდო მოუტანა. ეს იყო მისი 44-ე ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის, რითაც მან ახალი რეკორდი დაამყარა ამ კატეგორიაში. [49] 2017 წელს უილიამსმა დაწერა მუსიკა ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ძვირფასო კალათბურთო“, რომელიც კობი ბრაიანტის ლექსს ეფუძნებოდა. 2023 წელს ESPN-ის დაკვეთით მან შექმნა კომპოზიცია „Of Grit and Glory“. [87]

კლასიკური ნამუშევრები და სადირიჟორო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უილიამსი ავტოგრაფის მიცემის დროს, კონცერტის შემდეგ, 2006

ბოსტონ პოპსის ორკესტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წლიდან 1993 წლამდე უილიამსი იყო ბოსტონ პოპსის ორკესტრის მთავარი დირიჟორი, სადაც მან არტურ ფიდლერი ჩაანაცვლა. უილიამსი ფიდლერს პირადად არასდროს შეხვედრია, თუმცა მასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. 1980 წლის გაზაფხულზე, ორკესტრის ახალი ხელმძღვანელის ამპლუაში მისმა მოსვლამ საშუალება მისცა, სეზონის პირველი PBS ტრანსლაციის ნაწილი მიეძღვნა თავისი ახალი ნამუშევრებისთვის ფილმიდან „იმპერიის საპასუხო დარტყმა“.[88] უილიამსის მოღვაწეობა ორკესტრში 1984 წელს კინაღამ დასრულდა, როდესაც რეპეტიციის დროს ზოგიერთმა მუსიკოსმა უკმაყოფილება გამოთქვა (უსტვინა) მისი ახალი კომპოზიციის პირველადი წაკითხვისას; უილიამსმა მაშინვე დატოვა სესია და გადადგომის შესახებ განაცხადა.[89] თავდაპირველად მან მიზეზად კინომუსიკის წერის გადატვირთული გრაფიკი დაასახელა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ორკესტრის მხრიდან დისციპლინისა და პატივისცემის ნაკლებობას გრძნობდა, რაც ამ ინციდენტით დასრულდა. მენეჯმენტის თხოვნისა და მუსიკოსების პირადი ბოდიშის შემდეგ, უილიამსმა გადადგომის შესახებ განცხადება უკან წაიღო და მთავარი დირიჟორის პოსტზე კიდევ ცხრა წელი დარჩა.[90] 1995 წელს იგი შეცვალა კით ლოკჰარტმა. უილიამსი ამჟამად ბოსტონ პოპსის საპატიო (ლაურეატი) დირიჟორია და ინარჩუნებს კავშირს მის მშობელ ორგანიზაციასთან — ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან. უილიამსი წელიწადში რამდენჯერმე დირიჟორობს ორკესტრს, განსაკუთრებით სადღესასწაულო სეზონზე და მაისის კონცერტებზე. იგი ყოველწლიურად მართავს „კინოს ღამეს“ ბოსტონის სიმფონიურ დარბაზსა და ტენგლვუდში.[91]

უილიამსი დირიჟორობს ჰოლივუდ ბოულზე, 2009 წელი

უილიამსს დაწერილი აქვს მრავალი საკონცერტო ნაწარმოები, მათ შორის სიმფონია; სინფონიეტა ჩასაბერი ანსამბლისთვის; ვალტორნის კონცერტი დეილ კლევენჯერისთვის (ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი ვალტორნისტი); კლარნეტის კონცერტი მიშელ ზუკოვსკისთვის (ლოს-ანჯელესის ფილარმონიის მთავარი კლარნეტისტი) 1991 წელს;[92] ჩელოს კონცერტი, რომლის პრემიერა იო-იო მამ და ბოსტონის სიმფონიურმა ორკესტრმა ტენგლვუდში 1994 წელს გამართეს; კონცერტები ფლეიტისა და ვიოლინოსთვის, რომლებიც ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა ჩაწერა; და საყვირის კონცერტი, რომლის პრემიერა კლივლენდის ორკესტრმა და მათმა მთავარმა მესაყვირემ, მაიკლ საქსმა 1996 წლის სექტემბერში შეასრულეს.[93] მისი ფაგოტის კონცერტი „ხუთი წმინდა ხე“ (The Five Sacred Trees), რომლის პრემიერა 1995 წელს ნიუ-იორკის ფილარმონიამ და მთავარმა ფაგოტისტმა ჯუდიტ ლეკლერმა გამართეს, Sony Classical-ისთვის თავად უილიამსმა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა. მისი „ვიოლინოს კონცერტი № 2“ დაიწერა ანე-სოფი მუტერისთვის, რომელმაც ნაწარმოების პრემიერა 2021 წელს ტენგლვუდში ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა, თავად უილიამსის დირიჟორობით.[94][95]

უილიამსმა შექმნა „თავისუფლების ფანფარა“ (Liberty Fanfare) თავისუფლების ქანდაკების ხელახალი კურთხევისთვის; „We're Lookin' Good!“ სპეციალური ოლიმპიადისთვის 1987 წლის საერთაშორისო საზაფხულო თამაშების აღსანიშნავად; ასევე თემები 1984, 1988, 1996 და 2002 წლების ოლიმპიური თამაშებისთვის. მისი ერთ-ერთი საკონცერტო ნაწარმოები, „შვიდი იღბლისთვის“ (Seven for Luck) სოპრანოსა და ორკესტრისთვის, არის შვიდნაწილიანი სიმღერების ციკლი აშშ-ის ყოფილი პოეტ-ლაურეატის, რიტა დავის ტექსტებზე. მისი მსოფლიო პრემიერა ბოსტონის სიმფონიურმა ორკესტრმა უილიამსის დირიჟორობითა და სოპრანო სინთია ჰეიმონის მონაწილეობით გამართა.[93]

უილიამსი 2011 წელს, ბოსტონ პოპსის ორკესტრის დირიჟორობისას

უილიამსი ყოველწლიურად გამოდის ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჰოლივუდ ბოულზე. 2003 წელს მან დირიჟორის და კომპოზიტორის რანგში მონაწილეობა მიიღო უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზის გახსნის გალა-კონცერტებში, სადაც შედგა მისი ნაწარმოების, „Soundings“, პრემიერა. 2004 წელს იგი იყო „ვარდების აღლუმის“ (Rose Parade) საპატიო წინამძღოლი (Grand Marshal) და იდირიჟორა აშშ-ის ჰიმნი „ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა“ (The Star Spangled Banner). 2005 წლის აპრილში უილიამსმა და ბოსტონ პოპსმა შეასრულეს „სატახტო დარბაზის ფინალი“ „ვარსკვლავური ომებიდან“ ფენუეი პარკის გახსნის დღეს, როდესაც ბოსტონ რედ სოქსის მოთამაშეებმა 1918 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობის აღსანიშნავად ბეჭდები მიიღეს. 2007 წლის მსოფლიო სერიის პირველ თამაშზე უილიამსმა ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლთან ერთად შეასრულა აშშ-ის ჰიმნის ახალი, დისონანსური არანჟირება.[96] მან შექმნა კვარტეტი „Air and Simple Gifts“ ბარაკ ობამას პირველი ინაუგურაციისთვის. ნაწარმოები ეფუძნება ჰიმნს „Simple Gifts“, რომელიც აარონ კოპლენდმა გახადა ცნობილი თავის ბალეტში „აპალაჩური გაზაფხული“. უილიამსმა ეს თემა იმიტომ აირჩია, რომ იცოდა ობამას კოპლენდისადმი სიმპათია. იგი შეასრულეს იო-იო მამ, მევიოლინე იცხაკ პერლმანმა, პიანისტმა გაბრიელა მონტერომ და კლარნეტისტმა ენტონი მაკგილიმ.[97]

უილიამსი რამდენჯერმე იყო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ბენდის („The President's Own“) მიწვეული დირიჟორი. 2013 წელს მათ დაუკვეთეს კომპოზიტორს ნაწარმოები „Fanfare for The President's Own“ ბენდის 215-ე წლისთავის აღსანიშნავად.[98] 2023 წელს ვაშინგტონში, კენედის ცენტრში გამართული მეხუთე კონცერტის დასასრულს, უილიამსს აშშ-ის საპატიო საზღვაო ქვეითის წოდება მიენიჭა.[99]

2021 წელს უილიამსმა ტენგლვუდის „კინოს ღამეზე“ გამართა „Overture to the Oscars“-ის მსოფლიო პრემიერა.[100] ამას მოჰყვა 2022 წელს „ფანფარა სოლო საყვირისთვის“, რომელიც დაიწერა დევიდ გეფენის დარბაზის ხელახალი გახსნისთვის,[101] და „Centennial Overture“, რომელიც მიეძღვნა ჰოლივუდ ბოულის 100 წლის იუბილეს.[102] მან ასევე დაწერა ფორტეპიანოს კონცერტი ემანუელ აქსისთვის, რომლის პრემიერა 2025 წლის ივლისში ტენგლვუდში შედგა.[103][104]

უილიამსი ევერი ფიშერ ჰოლში, 2004 წელი

2004 წლის თებერვალში, 2006 წლის აპრილსა და 2007 წლის სექტემბერში უილიამსი დირიჟორობდა ნიუ-იორკის ფილარმონიას ევერი ფიშერ ჰოლში, ნიუ-იორკში. თავდაპირველი პროგრამა ჩაფიქრებული იყო როგორც ერთჯერადი სპეციალური ღონისძიება და მოიცავდა უილიამსის ოსკაროსანი კინომუსიკის პოპურის, რომელიც პირველად წინა წლის ოსკარის დაჯილდოებაზე შესრულდა.[105] მისმა უპრეცედენტო პოპულარობამ განაპირობა ორი კონცერტის ჩატარება 2006 წელს; ეს იყო საქველმოქმედო გალა-ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი.[106][107] მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა კიდევ სამი კონცერტი 2007 წელს, რომლებზეც ყველა ბილეთი გაიყიდა. ეს კონცერტები მიეძღვნა სტენლი დონენის მიუზიკლებს და ნიუ-იორკის ფილარმონიის სეზონის გახსნის ღონისძიებას წარმოადგენდა.[108][109] სამწლიანი პაუზის შემდეგ, უილიამსმა კვლავ იდირიჟორა ფილარმონიაში 2011 წლის ოქტომბერში.[110]

ათწლიანი შესვენების შემდეგ, უილიამსი ნიუ-იორკს 2022 წელს დაუბრუნდა, რათა ედირიჟორა ფილადელფიის ორკესტრისთვის საქველმოქმედო კონცერტზე კარნეგი-ჰოლში, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით მევიოლინე ანე-სოფი მუტერი მონაწილეობდა.[111] მომდევნო წელს დევიდ გეფენის დარბაზში გამართულ გალაზე მას სპილბერგი მიესალმა, რითაც მათი თითქმის ორმოცდაათწლიანი თანამშრომლობა აღინიშნა.[112] 2024 წელს იგი კვლავ დაბრუნდა კარნეგი-ჰოლში ფილადელფიის ორკესტრთან ერთად მორიგი გალა კონცერტის სადირიჟოროდ, ამჯერად სპეციალური სტუმარი იო-იო მა იყო.[113]

სტენლი დონენი (მარცხნივ) და უილიამსი ევერი ფიშერ ჰოლში, 2007 წელი

უილიამსი ასევე დირიჟორობდა აშშ-ის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, აშშ-ის არმიის საყვირთა გუნდს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ გუნდს და ვაშინგტონის საგუნდო ხელოვნების საზოგადოებას აშშ-ის ჰიმნის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ მისსავე ახალ არანჟირებაში. შესრულება გაიმართა „A Capitol Fourth“-ზე, დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო კონცერტზე ვაშინგტონში, 2014 წლის 4 ივლისს.[114] 2017 წლის 13 აპრილს, ორლანდოში გამართულ „ვარსკვლავური ომების ზეიმზე“ (Star Wars Celebration), უილიამსმა მოულოდნელი კონცერტი გამართა ორლანდოს ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. შესრულდა „პრინცესა ლეიას თემა“ (მიეძღვნა ახლახან გარდაცვლილ კერი ფიშერს), „საიმპერატორო მარში“ და „მთავარი თემა“. გამოსვლის შემდეგ ჯორჯ ლუკასმა განაცხადა: „ვარსკვლავური ომების საიდუმლო ინგრედიენტი, ამ სამყაროს უდიდესი კომპოზიტორი და დირიჟორი — ჯონ უილიამსი“.

ჯონ უილიამსი დირიჟორობს ბოსტონ პოპსის ორკესტრს, 2018 წლის მაისი

ანე-სოფი მუტერმა, რომელიც უილიამსს მათმა საერთო მეგობარმა ანდრე პრევინმა გააცნო, უილიამსთან ერთად ითანამშრომლა ალბომზე „Across the Stars“, სადაც მუტერმა ვიოლინოსთვის შექმნილ ახალ არანჟირებაში შეასრულა თემები უილიამსის კინომუსიკიდან. ალბომი 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.[115] ვენის ფილარმონიულმა ორკესტრმა უილიამსი 2020 წლის იანვარში მიიწვია კონცერტების ჩასატარებლად. ეს იყო მისი პირველი თანამშრომლობა ევროპულ ორკესტრთან.[116] საკონცერტო ალბომი „John Williams in Vienna“ 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი საორკესტრო ალბომი გახდა.[117] ორკესტრმა ასევე დაუკვეთა უილიამსს ახალი კომპოზიცია მათი ყოველწლიური მეჯლისისთვის (Philharmonikerball), რომელმაც რიხარდ შტრაუსის 1924 წლის ფანფარა ჩაანაცვლა.

კენ-დევიდ მაზური (მარცხნივ), უილიამსი და სპილბერგი დევიდ გეფენის დარბაზში, 2023 წელი

უილიამსი დირიჟორობდა ბერლინის ფილარმონიას 2021 წლის 14–16 ოქტომბერს.[118] 2022 წელს, მისი 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მან იდირიჟორა ვენის ფილარმონიაში, ხოლო 20 აგვისტოს მას პატივი მიაგეს ტენგლვუდში.[119] ტენგლვუდის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯეიმზ ტეილორი, იო-იო მა და ბრენფორდ მარსალისი. ბოსტონის სიმფონიურმა ორკესტრმა მისი გამორჩეული ნაწარმოებები შეასრულა, ხოლო უილიამსმა შოუს ბოლოს „ინდიანა ჯონსის“ ფილმებიდან „Raiders March“ იდირიჟორა.[120] უილიამსი მოულოდნელად გამოჩნდა ფილმის „ინდიანა ჯონსი და ბედის დისკო“ (2023) ამერიკულ პრემიერაზე 15 ივნისს, სადაც ცოცხალ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფილმის თემები იდირიჟორა.[121] მოგვიანებით, იმავე წელს, მან უდირიჟორა Saito Kinen-ის ორკესტრს იაპონიაში, ქალაქ მაცუმოტოსა და ტოკიოში, რაც მისი ოცდაათწლიანი შესვენების შემდეგ ამ ქვეყანაში პირველი დაბრუნება იყო.[122]

1956 წელს უილიამსმა ცოლად შეირთო ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ბარბარა რუიკი. ისინი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1974 წლამდე, რუიკის გარდაცვალებამდე.[123] წყვილს სამი შვილი შეეძინა: ჯენიფერ „ჯენი“ უილიამს გრუსკა (დ. 1956), მარკ ტაუნერ უილიამსი (დ. 1958) და ჯოზეფ უილიამსი (დ. 1960); ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ „ტოტოს“ (Toto) სოლისტი.[124] ქალიშვილის, ჯენიფერის ხაზით, მისი შვილიშვილები არიან ბარბარა გრუსკა და ითან გრუსკა, რომლებიც დუეტ „The Belle Brigade“-ის წევრები არიან.[125]

1980 წელს უილიამსმა ცოლად შეირთო ფოტოგრაფი სამანტა უინსლოუ.[126]

უილიამსი ცხოვრობს ჰოლმბი-ჰილზის რაიონში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.

ჯილდოები, აღიარება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამსი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინოკომპოზიტორად. მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა კინოს, პოპულარული და თანამედროვე კლასიკური მუსიკის სხვა კომპოზიტორებზე. ნორვეგიელი კომპოზიტორი მარკუს პაუსი ამტკიცებს, რომ უილიამსის „უნარი, დახვეწილად გადმოსცეს დისონანსი და ავანგარდული ტექნიკა ფართო ტონალურ ჩარჩოებში“, მას „ნებისმიერი საუკუნის ერთ-ერთ დიდ კომპოზიტორად“ აქცევს.[127] მის კინომუსიკაში იგრძნობა სხვა კლასიკური და კინოკომპოზიტორების გავლენა, მათ შორის ჰოლსტის,[128] სტრავინსკის, კორნგოლდისა და სხვათა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკვლევარი კონკრეტულ მსგავსებებზე მიუთითებს,[129][130] ეს ძირითადად მიიჩნევა ერთი კომპოზიტორის მეორეზე ბუნებრივ გავლენად. გამოცემა „Boston Globe“-მა უილიამსს „კინომუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კომპოზიტორი“ უწოდა.[131]

უილიამსი ნომინირებული იყო 54 ოსკარზე (მოიგო ხუთი); ექვს ემიზე (მოიგო სამი); 25 ოქროს გლობუსზე (მოიგო ოთხი); 77 გრემიზე (მოიგო 26); და მიღებული აქვს შვიდი ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო. 54 ნომინაციით, უილიამსი ამჟამად ფლობს რეკორდს, როგორც ცოცხალ ადამიანებს შორის ყველაზე მეტჯერ ოსკარზე ნომინირებული პირი,[132][133] ხოლო აკადემიის ისტორიაში იგი მეორეა უოლტ დისნეის (59 ნომინაცია) შემდეგ. უილიამსი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ოსკარზე ზედიზედ შვიდი ათწლეულის განმავლობაში იყო ნომინირებული (1960-იანი წლებიდან 2020-იანების ჩათვლით). იგი ასევე არის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი (91 წლის ასაკში), რომელიც ოდესმე ყოფილა ნომინირებული ოსკარზე. მისი ნომინაციებიდან 48 არის საუკეთესო ორიგინალური მუსიკის, ხოლო ხუთი — საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში. მან მოიგო ოთხი ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის („ყბები“, „ვარსკვლავური ომები“, „უცხოპლანეტელი“, „შინდლერის სია“) და ერთი მუსიკალური ადაპტაციისთვის („მევიოლინე სახურავზე“).

1980 წელს BBC-მ უილიამსზე ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, ხოლო 1983 წელს იგი გადაცემა „20/20“-ის სიუჟეტის გმირი იყო.[96] მას მიღებული აქვს რამდენიმე საპატიო აკადემიური წოდება, მათ შორის მუსიკის საპატიო დოქტორის ხარისხი ბერკლის მუსიკალური კოლეჯისგან (1980),[134] ასევე საპატიო დოქტორის ხარისხები ბოსტონის კოლეჯისგან (1993),[135] ჰარვარდის უნივერსიტეტისგან (2017)[136] და პენსილვანიის უნივერსიტეტისგან (2021).[137] 1988 წლიდან მოყოლებული, უილიამსს გადაეცა 15 „Sammy Film Music Award“ — კინომუსიკის ჩანაწერების ყველაზე ხანგრძლივი ჯილდო.[138] 2000 წელს მან მიიღო „Golden Plate Award“ ამერიკის მიღწევების აკადემიისგან.[139]

უილიამსი 1998 წელს შეიყვანეს სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში.[140] იგი ასევე არის ამერიკული კლასიკური მუსიკის დიდების დარბაზისა და ჰოლივუდ ბოულის დიდების დარბაზის წევრი. 1999 წელს BMI-მ მას რიჩარდ კირკის ჯილდო გადასცა კინოსა და ტელევიზიაში შეტანილი წვლილისთვის.[141] 2004 წელს მან მიიღო კენედის ცენტრის ჯილდო.[142] 2005 წელს მან მოიპოვა „Classic Brit Award“ წინა წლის საუნდტრეკებზე მუშაობისთვის. უილიამსს მიღებული აქვს გრემი საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიციისთვის ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა „ვარსკვლავური ომები“, „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“, „სუპერმენი“, „იმპერიის საპასუხო დარტყმა“, „უცხოპლანეტელი“, „ანჯელას ფერფლი“, „მიუნხენი“, „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო“ და „წიგნის ქურდი“. ამ კატეგორიაში კონკურენცია მოიცავს არა მხოლოდ კინომუსიკას, არამედ ნებისმიერი ჟანრის ინსტრუმენტულ ნაწარმოებს, მათ შორის სიმფონიებსა და კამერულ მუსიკას.

2003 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უილიამსს თავისი უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო — ოლიმპიური ორდენი მიანიჭა.[143] 2009 წელს მან თეთრ სახლში მიიღო ხელოვნების ეროვნული მედალი კინო-სიმფონიურ მუსიკაში მიღწეული წარმატებებისთვის და როგორც „გამოჩენილმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა, რომლის მუსიკამ ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა და შთააგონა თანამედროვე კინოსამყარო“.[144] 2012 წელს მან მიიღო „Brit Award“ მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[145] 2016 წელს საფრანგეთის მთავრობამ მას ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.[146] 2018 წელს ორგანიზაცია BMI-მ დააარსა „ჯონ უილიამსის ჯილდო“, რომლის პირველი მფლობელი თავად კომპოზიტორი გახდა.[147] იმავე წელს მან მიიღო „Grammy Trustees Award“. მან ასევე მიიღო ჯულიარდის სკოლის პრეზიდენტის მედალი და ცერემონიაზე განაცხადა, რომ აპირებს თავისი საკონცერტო და კინომუსიკის მთელი ბიბლიოთეკა და ჩანახატები ამ კოლეჯს უანდერძოს.[148]

2020 წელს უილიამსმა მოიპოვა გრემი საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიციისთვის „ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის კიდე“ სიმფონიური სიუიტისთვის,[149] და მიიღო 52-ე ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება“.[150] იმავე წელს მან მიიღო სამეფო ფილარმონიული საზოგადოების ოქროს მედალი[151] და ასტურიის პრინცესას ჯილდო ხელოვნებაში (ენიო მორიკონესთან ერთად).[152] 2022 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ უილიამსს მიანიჭა ბრიტანეთის იმპერიის საპატიო რაინდ-კომანდორის წოდება (KBE) კინომუსიკაში შეტანილი ღვაწლისთვის — ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ორი საპატიო რაინდის წოდება, რომელიც დედოფალმა თავისი სამოცდაათწლიანი მეფობის განმავლობაში გასცა.[153][154] 2024 წელს უილიამსი აირჩიეს ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრად[155] და გადაეცა „Disney Legends“-ის ჯილდო.[156]

წელიდასახელებაორიგინალური დასახელებარეჟისორი
1969მშვიდობით, მისტერ ჩიპსGoodbye, Mr Chipsჰერბერტ როსი
1971ჯეინ ეარიJane Eyreდელბერტ მენი
1972პოსეიდონის თავგადასავალიThe Poseidon Adventureრონალდ ნიმი
1972ტომ სოიერიTom Sawyerდონ ტეილორი
1974შუგარლენდის ექსპრესიThe Sugarland Expressსტივენ სპილბერგი
1976ყბებიJawsსტივენ სპილბერგი
1977მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებიClose Encounters of the Third Kindსტივენ სპილბერგი
1978სუპერმენიSupermanრიჩარდ დონერი
1982უცხოპლანეტელიE.T. the Extra-Terrestrialსტივენ სპილბერგი
1984მდინარეThe Riverმარკ რაიდელი
1987მზის იმპერიაEmpire of the Sunსტივენ სპილბერგი
1988შემთხვევითი ტურისტიThe Accidental Touristლოურენს კასდანი
1989დაბადებული ოთხ ივლისსBorn on the Fourth of Julyოლივერ სტოუნი
1989ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობაIndiana Jones and the Last Crusadeსტივენ სპილბერგი
1990მარტო სახლშიHome Aloneკრის კოლუმბუსი
1991ჯფკJFKოლივერ სტოუინი
1993შინდლერის სიაSchindler's Listსტივენ სპილბერგი
1995ნიქსონიNixonოლივერ სტოუნი
1995საბრინაSabrinaსიდნი პოლაკი
1996მძინარენიSleepersბარი ლევინსონი
1998რიგითი რაიანის გადასარჩენადSaving Private Ryanსტივენ სპილბერგი
1999ანჯელას ფერფლიAngela's Ashesალან პარკერი
2000პატრიოტიThe Patriotროლანდ ემერიხი
2002დამიჭირე, თუ შეძლებCatch Me If You Canსტივენ სპილბერგი
2004ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეHarry Potter and the Prisoner of Azkabanალფონსო კუარონი
2004ტერმინალიThe Terminalსტივენ სპილბერგი
2005გეიშას მემუარებიMemoirs of a Geishaრობ მარშალი
2005მიუნხენიMunichსტივენ სპილბერგი
2012ლინკოლნიLincolnსტივენ სპილბერგი
2013წიგნის ქურდიThe Book Thiefბრაიან პერსივალი
2015ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებაStar Wars: The Force Awakensჯეი ჯეი აბრამსი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Eldridge A. Encyclopædia Britannica
  2. filmportal.de — 2005.
  3. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  4. GeneaStar
  5. Munzinger Personen
  6. Nylund, Rob. (2022-11-15) Classical Connection review: Nov. 12, Fort Wayne Philharmonic en. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  7. 1 2 Hernández, Javier C. (February 8, 2022). „John Williams, Hollywood's Maestro, Looks Beyond the Movies“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2022. ციტირების თარიღი: June 22, 2022.
  8. Dyer, Steven. (2022-04-23) From Jaws to Star Wars, Edmonton Symphony Orchestra celebrates John Williams en. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  9. Nominee Facts. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  10. Golding, Dan. (February 7, 2022) From Jaws to Star Wars to Harry Potter: John Williams, 90 today, is our greatest living composer en-US. ციტირების თარიღი: December 31, 2023
  11. Lehman, Frank. A Guide to John Williams's Musical Universe: Revised and Expanded. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  12. Andreeva, Nellie. (January 23, 2024) John Williams & Martin Scorsese Make Oscar History As Oldest Nominees, Set Records For Most Noms en-US. ციტირების თარიღი: January 23, 2024
  13. Burlingame, Jon (June 9, 2016). „AFI Honoree John Williams Looks Back on Six Decades of Iconic Themes“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2016. ციტირების თარიღი: July 11, 2016.
  14. "Boston Pops – John Williams" დაარქივებული February 4, 2017, საიტზე Wayback Machine. , bso.org; retrieved November 29, 2015.
  15. John Williams – Lost in Space [Original Soundtrack Album Reviews, Songs & More | AllMusic] en. ციტირების თარიღი: December 27, 2023
  16. „John Williams: The Last Movie Maestro“. The Wall Street Journal. December 17, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 21, 2016. ციტირების თარიღი: July 11, 2016.
  17. Top Lifetime Adjusted Grosses. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  18. Star Wars Score Named To National Recording Register. ციტირების თარიღი: June 16, 2016
  19. Hassan, Adel (December 14, 2015). „In New 'Star Wars,' John Williams Returns, Too“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 18, 2025. ციტატა: „Mr. Williams, born in Queens in 1932“
  20. 1 2 3 John Williams: the maestro behind some of cinema's most iconic soundtracks en (2024-12-12). ციტირების თარიღი: 2025-08-31
  21. Thomas, David (October 25, 1997). „The King of Popcorn“. The Sydney Morning Herald: 10s.
  22. Ross, Alex (July 21, 2020). „The Force Is Still Strong With John Williams“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2020. ციტირების თარიღი: August 24, 2020.
  23. 1 2 Sony Classical Williams Biography. ციტირების თარიღი: October 12, 2007 at Sony Classical; retrieved September 29, 2007. During his time in college, Williams was a pianist at a local club.
  24. News Release: John Williams visits LACC. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  25. When the Draft Calls Ended. ციტირების თარიღი: August 22, 2021
  26. 1 2 Barrett, Heather. (September 30, 2015) Star Wars composer John Williams's first score a 1952 Newfoundland film. CBC News. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  27. Sullivan, Eric. (June 7, 2016) WATCH—Interview with Composer John Williams. U.S. Air Force Bands. ციტირების თარიღი: August 25, 2019
  28. John Williams' first ever soundtrack unearthed. ციტირების თარიღი: July 24, 2023
  29. „Interview with John Williams“. BMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2018. ციტირების თარიღი: February 8, 2018.
  30. #VeteranOfTheDay Air Force Veteran John Williams - VA News en-US (2022-09-24). ციტირების თარიღი: 2025-08-31
  31. Lunden, Jeff. John Williams's Inevitable Themes (November 10, 2012). ციტირების თარიღი: July 15, 2021
  32. Our American Roots Program Notes en-US. ციტირების თარიღი: June 15, 2024
  33. John Williams: Compositions, movies, age and awards revealed en. ციტირების თარიღი: June 15, 2024
  34. Cohen, Herbert J.. The Blogs: Kosher Movies: Music By John Williams en-US. ციტირების თარიღი: 2025-08-31
  35. Films & Filming, vol. 24, 1977, p. 32
  36. Legacy Conversations: David Newman en (May 31, 2019). ციტირების თარიღი: August 5, 2024
  37. Tribute to John Williams, ca. 1991.
  38. 1 2 3 4 5 King, Darryn (June 24, 2023). „John Williams on 'Indiana Jones' and His Favorite Film Scores“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 30, 2023. ციტირების თარიღი: November 29, 2023.
  39. 1 2 Greiving, Tim. John Williams' early life: How a NoHo kid and UCLA Bruin became the movie music man (July 18, 2018). ციტირების თარიღი: July 15, 2021
  40. Barton, Tom. A Musical Biography of John Williams. 
  41. Casey, Dan (November 1, 2015). 100 Things Star Wars Fans Should Know & Do Before They Die. Triumph Books. ISBN 978-1-63319-345-1. 
  42. Deanna Lund Meets John Williams At Lincoln Party. Irwin Allen News Network. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  43. "Marooned" credits (unaired pilot, October 16, 1962)
  44. RCA Victor PL-45929
  45. Eldridge, Jeff (2009). None but the Brave (Original Motion Picture Soundtrack) (Media notes). Film Score Monthly. pp. 4–6.
  46. None But the Brave en (March 28, 2025). ციტირების თარიღი: September 8, 2025
  47. Ross 2020.
  48. Audissino, Emilio (2021). The Film Music of John Williams. 
  49. 1 2 3 4 Academy Awards and Nominations. John Williams Web Pages. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  50. MacKay, Robbie (April 27, 2020). „45 years on, the 'Jaws' theme manipulates our emotions to inspire terror“. The Conversation. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2021. ციტირების თარიღი: November 28, 2023.
  51. „John Williams on 'Indiana Jones' and His Favorite Scores (Published 2023)“ (ინგლისური). 2023-06-24. ციტირების თარიღი: 2025-08-31.
  52. Kael, Pauline (November 20, 1977). „The Greening of the Solar System“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 17, 2023. ციტირების თარიღი: November 17, 2023.
  53. Raiders At 40: Creating A Legend, Part Three en (2021-06-30). ციტირების თარიღი: 2025-09-06
  54. Tylski 1999.
  55. Why John Williams is the beating heart of the Indiana Jones series whynow en-GB (2023-06-28). ციტირების თარიღი: 2025-08-31
  56. John Williams. A Conversation with John Williams. [DVD]. Universal.
  57. Daniloff, Caleb. Williams surprises Spielberg. Boston University (May 18, 2009). ციტირების თარიღი: July 15, 2021
  58. Cox, Dan. (September 18, 1997) Dream schemes.
  59. The Theme From DreamWorks Pictures Logo by Geek Music on Apple Music (August 1, 2023).
  60. Scott, A. O. (June 29, 2001). „Do Androids Long For Mom?“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 23, 2021. ციტირების თარიღი: November 27, 2023.
  61. John WILLIAMS: A.I. Artificial Intelligence : Film Music CD Reviews- August 2001 MusicWeb(UK). Musicweb-international.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 4, 2008. ციტირების თარიღი: March 7, 2010.
  62. Berardinelli, James. Catch Me If You Can. ReelViews.net. ციტირების თარიღი: July 3, 2008
  63. John Williams | Awards. ციტირების თარიღი: December 12, 2019
  64. John Williams won't score a Steven Spielberg film for the first time in 30 years (March 18, 2015). ციტირების თარიღი: June 8, 2015
  65. Burlingame, Jon (July 7, 2017). „John Williams and Alan Silvestri to Score Steven Spielberg's Next Films (EXCLUSIVE)“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 9, 2017. ციტირების თარიღი: July 8, 2017.
  66. Burlingame, Jon (December 10, 2021). „How 'West Side Story's' First-Class Music Team Preserved the Authenticity of Leonard Bernstein's Score“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 14, 2021. ციტირების თარიღი: December 14, 2021.
  67. Burlingame, Jon. (February 7, 2022) As John Williams Turns 90, No Signs of Slowing Down, With Fabelmans, Indiana Jones and Birthday Gala in the Offing. ციტირების თარიღი: February 7, 2022
  68. John Williams Walks Back Retirement Claims (January 13, 2023). ციტირების თარიღი: August 17, 2023
  69. Burlingame, Jon (June 9, 2016). „AFI Honoree John Williams Looks Back on Six Decades of Iconic Themes“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2016. ციტირების თარიღი: July 11, 2016.
  70. 'Star Wars Episode 7': John Williams Will Probably Score the Sequel, According to J. J. Abrams. Moviefone (May 1, 2013). ციტირების თარიღი: December 31, 2015
  71. "John Williams – Film Composer'. h2g2. დაარქივებული September 27, 2016, საიტზე Wayback Machine. Accessed June 1, 2019. "Reminiscent of the 'Dies Irae' from Verdi's Requiem, 'Duel of the Fates' was written to accompany the climax lightsaber battle in the first of the Star Wars prequels. While much of the film failed to meet the expectations generated by its hype, this scene stood out as a dazzling work of fight choreography, and the score was an important part of that."
  72. Richards, Mark. (November 30, 2015) Celebrating Star Wars Themes Part 4. Film Music Notes. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  73. Richards, Mark. (November 30, 2015) Celebrating Star Wars Themes Part 5. Film Music Notes. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  74. Richards, Mark. (November 30, 2015) Celebrating Star Wars Themes Part 6. Film Music Notes. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  75. Mugglenet (November 12, 2010). „First notes from Deathly Hallows – Part 1 junket in London“. MuggleNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 12, 2019. ციტირების თარიღი: December 12, 2019.
  76. Williams confirms he will score Episode VII (May 23, 2013). ციტირების თარიღი: May 23, 2013
  77. Oscar Nominations 2016: Star Wars: The Force Awakens (January 14, 2016). ციტირების თარიღი: January 14, 2015
  78. McCormick, Rich. (August 16, 2016) John Williams confirms he's working on the score for Star Wars: Episode VIII. The Verge. ციტირების თარიღი: August 16, 2016
  79. Burlingame, Jon (December 30, 2017). 'Solo' Locks In Key 'Star Wars' Veteran“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 30, 2017. ციტირების თარიღი: December 30, 2017.
  80. Breznican, Anthony; Robinson, Joanna (December 20, 2019). „25 Star Wars: The Rise of Skywalker Cameos You Might Have Missed“. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 1, 2020. ციტირების თარიღი: December 24, 2019.
  81. Burlingame, Jon. (February 17, 2022) John Williams Returns to 'Star Wars' Universe with 'Obi-Wan Kenobi' Theme (EXCLUSIVE). ციტირების თარიღი: February 17, 2022
  82. Kael, Pauline (March 20, 1978). „Shivers“. The New Yorker.
  83. Commentary track, Superman: The Movie
  84. James Gunn says he is bringing back that iconic John Williams score in Superman to "pay tribute" to when he first heard it as a child (December 19, 2024).
  85. Kaplan, Peter (September 10, 1985). „John Williams Creates Themes for NBC News“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021.
  86. Southall, James. (2008) Williams: The Accidental Tourist. ციტირების თარიღი: April 3, 2022
  87. Brooks, Amanda. (January 9, 2023) Legendary Composer John Williams Creates Original Score for ESPN's College Football Playoff National Championship Presented by AT&T en-US. ციტირების თარიღი: April 16, 2024
  88. Knight, Michael (April 30, 1980). „John Williams Opens Season With Pops; Meredith and C-3PO Divided Into Thirds Redecorating the Old House“. The New York Times. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021.
  89. Holland, Bernard (June 14, 1984). „Boston Pops Conductor Resigns Abruptly“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 13, 2022. ციტირების თარიღი: May 13, 2022.
  90. Clendinen, Dudley (May 1, 1985). „At 100, the Boston Still Packs Them In“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 13, 2022. ციტირების თარიღი: May 13, 2022.
  91. Edwards, David Noel. (August 25, 2015) Tanglewood Film Night Without John Williams?. The Berkshire Edge. ციტირების თარიღი: December 31, 2015
  92. Concerto for Clarinet (1991). ციტირების თარიღი: September 17, 2007
  93. 1 2 Concert Works. John Williams Fan Network (2015). ციტირების თარიღი: December 31, 2015
  94. A. Z. Madonna (July 25, 2021). „At Tanglewood, a showcase of John Williams's strengths“. The Boston Globe (ინგლისური). ციტირების თარიღი: April 16, 2024.
  95. Kelly, Sharon. (March 11, 2022) World Premiere Recording Of John Williams' 'Violin Concerto No. 2' Announced en-US. ციტირების თარიღი: April 16, 2024
  96. 1 2 "John Williams: Videos" დაარქივებული August 6, 2010, საიტზე Wayback Machine. from the John Williams Fan Network, June 2, 2007.
  97. Burlingame, Jon (January 15, 2009). „Williams' music to Obama's ears“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2023. ციტირების თარიღი: December 11, 2023.
  98. New Williams Fanfare to Premiere Next Week – JOHN WILLIAMS Fan Network – JWFAN en-US (May 16, 2013). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  99. Maestro John Williams: Honorary Marine. United States Marine Band. July 18, 2023. https://www.youtube.com/watch?v=yfEsHB3iuZw.
  100. Tanglewood's 'Film Night' 2021: Reviews, Photos and More ('Overture to the Oscars' World Premiere) – JOHN WILLIAMS Fan Network – JWFAN en-US (August 19, 2021). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  101. VIDEO: 'Fanfare for Solo Trumpet' – New Williams Work for David Geffen Hall Reopening – JOHN WILLIAMS Fan Network – JWFAN en-US (March 23, 2022). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  102. VIDEO: John Williams Conducts New Fanfare 'Centennial Overture' at the Hollywood Bowl (World Premiere) – JOHN WILLIAMS Fan Network – JWFAN en-US (June 4, 2022). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  103. Coghlan, Alexandra (April 16, 2024). „John Williams, film's greatest composer — I'm 91 and haven't retired“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: April 16, 2024.
  104. Greiving, Tim (July 25, 2025). „John Williams Hasn't Stopped Composing. His Latest? A Piano Concerto“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 15, 2026.
  105. Ecks, Johnny. (February 12, 2004) John Williams: the Art of the Score (review). ციტირების თარიღი: May 22, 2013
  106. Kozinn, Allan (April 26, 2006). „Philharmonic and Film: Sound to Bring Pictures to Life“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2016. ციტირების თარიღი: May 22, 2013.
  107. Chris Matthew Sciabarra, "John Williams & the NY Philharmonic" დაარქივებული March 4, 2016, საიტზე Wayback Machine. from Notablog, May 16, 16, 2006.
  108. Kozinn, Allan (September 9, 2007). „Classical: Just in Time for Timeless Melodies“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 5, 2015. ციტირების თარიღი: May 22, 2013.
  109. Anthony Tommasini, "John Williams: NY Philharmonic (review)" დაარქივებული January 16, 2018, საიტზე Wayback Machine. from New York Times, September 17, 2007.
  110. Groner, Danny (October 26, 2011). „John Williams Makes Movie Music Come Alive“. Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 13, 2022. ციტირების თარიღი: May 13, 2022.
  111. Justin Davidson (April 22, 2023). "A Blockbuster Evening With John Williams at Carnegie Hall" დაარქივებული December 15, 2023, საიტზე Wayback Machine. . New York Magazine.
  112. "A Jedi Walks into a Gala" დაარქივებული December 15, 2023, საიტზე Wayback Machine. . Town & Country. April 26, 2023.
  113. "An Evening with John Williams and Yo-Yo Ma" დაარქივებული December 1, 2023, საიტზე Wayback Machine. . Carnegie Hall. February 2, 2024.
  114. Legendary Composer John Williams to Pay Tribute to National Anthem on PBS' A Capitol Fourth (June 25, 2014). ციტირების თარიღი: December 31, 2015
  115. Greiving, Tim. „John Williams And Anne-Sophie Mutter, 2 Geniuses For The Price Of One“. NPR. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2021. ციტირების თარიღი: July 15, 2021.
  116. A Tribute to John Williams, Sun, 19. January 2020. Vienna Philharmonic. ციტირების თარიღი: May 4, 2020
  117. John Williams in Vienna: 2020's best-selling orchestral album is released as new double-album fan edition. ციტირების თარიღი: July 15, 2021
  118. John Williams conducts John Williams. Berlin Philharmonic. ციტირების თარიღი: October 18, 2021
  119. Tanglewood 2022 season update: More James Taylor tickets released, and John Williams will conduct at Tanglewood on Parade (March 10, 2022). ციტირების თარიღი: May 8, 2022
  120. Rousseau, Morgan. „Photos: BSO honors legendary composer John Williams with star-studded 90th birthday celebration“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 27, 2022. ციტირების თარიღი: August 27, 2022.
  121. John Williams Conducts Surprise Performance of Indiana Jones Theme Song at Dial of Destiny Premiere (June 14, 2023). ციტირების თარიღი: January 25, 2024
  122. Deutsche Grammophon Announces 'John Williams in Tokyo' (Digital, CD & Blu-ray) + 'John Williams in Concert' 7-LP Vinyl Box Set – JOHN WILLIAMS Fan Network – JWFAN en-US (February 23, 2024). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  123. „Actress in Reno film found dead“. Reno Gazette-Journal. Reno, Nevada. March 4, 1974. p. 2. ციტირების თარიღი: July 13, 2020 წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  124. Joseph Williams talks about music, life during Toto's 40th trip around the sun. ციტირების თარიღი: April 14, 2019
  125. Album review: The Belle Brigade's self-titled debut (April 19, 2011).
  126. „The Boston Pops Gets a Movie Composer Who Doesn't Chase Fire Engines as Its New Boss“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 22, 2019. ციტირების თარიღი: September 22, 2019.
  127. Green, Edward (2020). „Interview with Composer Marcus Paus“. Iconi. 2 (3): 56–67. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 23, 2020. ციტირების თარიღი: December 24, 2020.
  128. John Williams vs Gustav Holst or Star Wars Vs The Planets – YouTube. YouTube (November 13, 2016). ციტირების თარიღი: July 15, 2020
  129. Gabler, Jay. Star Wars music: What were John Williams' classical influences?. ციტირების თარიღი: July 15, 2020
  130. Barone, Joshua (September 14, 2017). „Hear the Music That Inspired 'Star Wars'. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 12, 2020. ციტირების თარიღი: July 15, 2020.
  131. John Williams en. ციტირების თარიღი: December 31, 2023
  132. Williams, John biography. ციტირების თარიღი: May 6, 2007
  133. John Williams Film Music Box Biography Discography News. ციტირების თარიღი: May 6, 2006
  134. Academy Award-Winning Composer A. R. Rahman to Receive Honorary Doctorate from Berklee დაარქივებული December 22, 2017, საიტზე Wayback Machine. berklee.edu/news accessed June 1, 2019 'Past honorary doctorate recipients include... John Williams...'
  135. Boston College Fact Book, 1998–1999. ციტირების თარიღი: August 28, 2015
  136. Harvard awards 10 honorary degrees at 366th Commencement (May 25, 2017). ციტირების თარიღი: May 25, 2017
  137. Penn's 2021 Commencement Speaker and Honorary Degree Recipients en. ციტირების თარიღი: May 18, 2021
  138. The Sammy Awards List. ციტირების თარიღი: January 17, 2022
  139. Golden Plate Awardees of the American Academy of Achievement. American Academy of Achievement. ციტირების თარიღი: August 7, 2020
  140. Van Gelder, Lawrence (June 10, 1998). „Footlights“. The New York Times. p. E1. ციტირების თარიღი: January 25, 2026.
  141. BMI Film/Awards:1999 (January 1999). ციტირების თარიღი: November 4, 2010
  142. Crean, Ellen. John Williams: Movie Music Man. CBS News (December 15, 2004). ციტირების თარიღი: November 19, 2020
  143. „IOC awards the Olympic Order to John Williams“. IOC. May 1, 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 8, 2013. ციტირების თარიღი: December 19, 2011.
  144. Remarks by the President at Presentation of the National Humanities Medal and the National Medal of the Arts | The White House (February 25, 2010). ციტირების თარიღი: July 4, 2011
  145. John Williams wins a Lifetime Achievement Award at Classic BRITs 2012. ციტირების თარიღი: December 21, 2020
  146. Gérard Araud, Ambassadeur de France en visite à Los Angeles. ციტირების თარიღი: January 29, 2021
  147. BMI to Honor Legendary Composer John Williams With Special Award at Film, TV & Visual Media Awards (April 9, 2018). ციტირების თარიღი: December 21, 2020
  148. Williams Donates All His Scores to Juilliard – JOHN WILLIAMS Fan Network – JWFAN en-US (March 6, 2018). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  149. Grammy Award Winners List 2020 დაარქივებული January 26, 2020, საიტზე Wayback Machine. by Zoe Haylock, Vulture, January 27, 2020.
  150. John Williams receives his 52nd Oscar nomination for 'Rise of Skywalker' score. ციტირების თარიღი: January 14, 2020
  151. John Williams. ციტირების თარიღი: December 21, 2020
  152. Ennio Morricone and John Williams – Laureates – Princess of Asturias Awards. ციტირების თარიღი: December 21, 2020
  153. Frost, Caroline. Queen's Last Knight: Steven Spielberg's Favourite Composer John Williams "Honoured By Queen Elizabeth" en-US (September 24, 2022). ციტირების თარიღი: September 24, 2022
  154. Queen's final knighthoods go to Williams and Iger (September 26, 2022). ციტირების თარიღი: September 27, 2022
  155. Oscar winner John Williams among 19 new members of American Academy of Arts and Letters en (February 29, 2024). ციტირების თარიღი: April 16, 2024
  156. Moss. (March 19, 2024) D23 Announces Extraordinary Line Up of 2024 Disney Legends Award Honorees en-US. ციტირების თარიღი: April 16, 2024