კომპტონი (კალიფორნია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კომპტონი
Compton martin luther king monument.jpg
გერბი
ComptonSeal.png

ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
შტატი კალიფორნია
ოლქი ლოს-ანჯელესი
კოორდინატები 33°53′48″ ჩ. გ. 118°13′30″ დ. გ. / 33.89667° ჩ. გ. 118.22500° დ. გ. / 33.89667; -118.22500
ქალაქის მერი Aja Brown
დაარსდა 11 მაისი 1888
ფართობი 26.20153 კმ²
ცენტრის სიმაღლე 69 ფუტი
მოსახლეობა 96,455
საფოსტო ინდექსი 90220–90224
ოფიციალური საიტი http://www.comptoncity.org/
კომპტონი (კალიფორნია) — აშშ
კომპტონი (კალიფორნია)
კომპტონი (კალიფორნია) — კალიფორნია
კომპტონი (კალიფორნია)

კომპტონი (ინგლ. Compton) — ქალაქი კალიფორნიის შტატში. ლოს-ანჯელესისგან დაშორებულია 20 კილომეტრით. მდებარეობს მდინარე ლოს-ანჯელესის ნაპირებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად თანამედროვე კომტონის ტერიტორია ესპანელებმა დაასახლეს. 1784 წელს ესპანეთის სამეფომ კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე მიწა გადასცა ხუან ხოსე დომინგესს. კომპტონის ტერიტორიაზე რანჩო შეიქმნა. ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ ეს ტერიტორიები აშშ-ის მფლობელობაში გადავიდა, იგი ამერიკელმა იმიგრანტებმა დაასახლეს. მათ მეთაურობდნენ გრიფით კომპტონი და უილიამ მორტომი. შეიქმნა დასახლება კომპტონვილი. 1869 წელს აშშ-ის ფოსტის დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა მაცხოვრებლებს დასახლებისთვის სახელი შეეცვალათ, რადგან ჩრდილოეთით იმავე სახელობის დასახლება უკვე მდებარეობდა. კომპტონვილს კომპტონი დაერქვა. 1889 წლის 11 აპრილს კომპტონს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1920-იან წლებში ქალაქში აეროპორტი აშენდა. 1933 წლის 10 მარტს მომხდარმა მიწისძვრამ კომპტონი ძალიან დააზარალა. მიუხედავად იმისა, 1930-იან წლებში ქალაქში რეალურად ბევრი შავკანიანი შეიმჩნეოდა, აქედან მუდმივი მოსახლე მხოლოდ ერთი იყო. 1940-იან და 1950-იან წლებში კომპტონი სწრაფად გაიზარდა შავკანიანი მოსახლეობის გადმოსახლების ხარჯზე. ამავდროულად, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში თეთრკანიანი მოსახლეობა დომინირებდა 1970-იან წლამდე. შავკანიანების გადმოსახლების მთავარი მიზეზი იყო კალიფორნიის შტატში უკვე არსებული შავკანიანთა დასახლებები.

1969 წელს კომპტონი გახდა პირველი ქალაქი კალიფორნიის შტატში, რომელშიც შავკანიანი მერი აირჩიეს. ამავდროულად, კომპტონში ეტაპობრივად იზრდებოდა კრიმინალის დონე. 1970 წლისთვის კომპტონში უკვე იყო კრიმინალის დონე ყველაზე მაღალი კალიფორნიის შტატის ფარგლებში. ორი წლის შემდეგ ქალაქში, რომელშიც სულ რაღაც 80 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დაფიქსირდა 46 მკვლელობა, რაც მოსახლეობის სიმცირის გათვასიწინებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია. კრიმინალის დონის ზრდით გამოირჩნენ 1980-იანი და 1990-იანი წლები, როდესაც ქალაქი ორი კრიმინალური დაჯგუფების, Bloods-ის და Crips-ის საომარ ველად იქცა. ამ პერიოდში კომპტონში ჩამოყალიბდა ჰიპ-ჰოპ ლეიბლი N.W.A, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა პოლიციას და ადანაშაულებდა რასობრივ დისკრიმინაციაში.

კომტონი დღესაც აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება. მოსახლეობის დაახლოებით 28% უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.