ანძისი
სოფელი | |
---|---|
ანძისი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქემერტი |
კოორდინატები | 42°20′36″ ჩ. გ. 43°55′58″ ა. გ. / 42.34333° ჩ. გ. 43.93278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ოსები |
ანძისი,[1] ანდისი[2] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ქემერტის თემი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი, გორიდან 45 კმ.[3][4]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისში შედიოდა ჯავის სამამასახლისოში.[5] 1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა მთიანი ოსეთის უბანში.[6] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (1922-დან) ცხინვალის რაიონში (ქემერტის სოფსაბჭო).[3] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[7] 2006 წლიდან ქურთის მუნიციპალიტეტშია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,[8] სოფელს დე ფაქტოდ აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ოსურად ეწოდება Андис (ანდის).[9]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ეთნოსი |
---|---|---|---|---|
1907[6] | 105 | ოსები | ||
1911[10] | ![]() |
ოსები | ||
1939[11] | ![]() |
55 | 64 | |
1970[11] | ![]() |
33 | 32 | ოსები |
1979[11] | ![]() |
13 | 21 | ოსები |
1989[11] | ![]() |
18 | 19 | ოსები |
2015[12][ა] | ![]() |
14 | 13 |
- ↑ სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ აღწერას არ სცნობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში შედიოდა ქემერტის მემინდვრეობა-მეცხოველეობის კოლმეურნეობაში.[3] სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მემინდვრეობა და მეცხოველეობა.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 444.
- ↑ 4.0 4.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 172.
- ↑ ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1906, № 3003, გვ. 2.
- ↑ 6.0 6.1 Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
- ↑ სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2020.
- ↑ Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии. — Цхинвали, 2003. — стр. 4.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 183.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
- ↑ И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.
|