შინაარსზე გადასვლა

გუჯაბაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გუჯაბაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′36″ ჩ. გ. 43°58′26″ ა. გ. / 42.21000° ჩ. გ. 43.97389° ა. გ. / 42.21000; 43.97389
გუჯაბაური — საქართველო
გუჯაბაური
გუჯაბაური — ქურთის მუნიციპალიტეტი
გუჯაბაური

გუჯაბაურისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 860 მ-ზე, ცხინვალიდან 1 კმ-ში.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

1990 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე — გორის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ქურთის მუნიციპალიტეტში. 1989 წლის აღწერით ცხოვრობდა 1 100 ადამიანი: ოსები (58%) და ქართველები (42%). 1990-იან წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. სოფელს აკონტროლებდნენ სეპარატისტული ძალები. 2008 წლიდან ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. 2015 წელს ოკუპაციის პირობებში ჩატარებული აღწერით ცხოვრობს 894 ადამიანი.[1]

სოფლის ცენტრში არის გვიანი შუა საუკუნეების გუჯაბაურის ღვთისმშობლის ეკლესია.

  1. Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года / Ответственные за выпуск: И. Р. Тибилов, Т. В. Базаев, Р. Р. Зассеева, М. Э. Пухаева, А. В. Сиукаева, М. Х. Гучмазова. — Цхинвал: Управление государственной статистики Республики Южная Осетия, 2016.