შინაარსზე გადასვლა

ქემერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქემერტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქემერტი
კოორდინატები 42°18′50″ ჩ. გ. 43°56′54″ ა. გ. / 42.31389° ჩ. გ. 43.94833° ა. გ. / 42.31389; 43.94833
ცენტრის სიმაღლე 1040
ქემერტი — საქართველო
ქემერტი
ქემერტი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ქემერტი

ქემერტისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. იყო თემის ცენტრი (სოფლები: ანდისი, ზალდა, მამითა, საბაწმინდა, სვერი, ქირწინა, ძარწემი, ჭალისუბანი, ხეითი). ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი.[1] იხსენიება „ზემო ქართლის სადროშოს ხალხის აღწერის დავთარში“, სადაც ჩამოთვლილია 37 ქალაქი და სოფელი.[2]

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 499-500.
  2. კუპატაძე ბ., ქემერტი // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 675, ISBN 99928-929-8-6.