რუსთავი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
რუსთავი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°17′34″ ჩ. გ. 43°51′36″ ა. გ. / 42.29278° ჩ. გ. 43.86000° ა. გ. |
რუსთავი — სოფელი საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ძარის თემი). მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ზემოთში. ზღვის დონიდან 1750 მეტრი, ცხინვალიდან 17 კილომეტრი.[1]
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[2] 1847 წლის მონაცემებით შედიოდა ყორნისის ხეობის სოფლებში და დასახლებული იყო ეთნიკურად ოსებით.[3] 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტოდ აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ცხინვალის რაიონში.
შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ რუსთავში მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[4]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1987 | 180 | ||
| 2015 [5] | 103 | 99 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 510.
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 41 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
- ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года
| |||||||