ქვემო აჩაბეთი
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო აჩაბეთი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ქურთა |
| კოორდინატები | 42°15′53″ ჩ. გ. 43°57′37″ ა. გ. / 42.26472° ჩ. გ. 43.96028° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1060 მ |
ქვემო აჩაბეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ქურთის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1060 მეტრი, ცხინვალიდან 3 კილომეტრი.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 513.
| |||||||