შინაარსზე გადასვლა

ქვასათალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვასათალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°14′54″ ჩ. გ. 43°53′10″ ა. გ. / 42.24833° ჩ. გ. 43.88611° ა. გ. / 42.24833; 43.88611
ქვასათალი — საქართველო
ქვასათალი
ქვასათალი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ქვასათალი

ქვასათალი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარეების დიდი ლიახვისა და ტილიანის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 1040 მეტრი, ცხინვალიდან 10 კილომეტრი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

არქეოლოგიური ძეგლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში 1952-1953 წლებში გაითხარა ძვ. წ. XVII-XII საუკუნეების სამაროვანი. შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ აქ მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[1] გათხრების დროს აგრეთვე აღმოჩნდა ენეოლითური ფენა და ტიპური ენეოლითური კერამიკა.[2]

  1. ↑ გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
  2. ↑ „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 76.