ქურთა (ქურთის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ქურთა | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°17′11″ ჩ. გ. 43°57′02″ ა. გ. / 42.28639° ჩ. გ. 43.95056° ა. გ. |
ქურთა — სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუჯაბაური, ზემო აჩაბეთი, ზემო მონასტერი, თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ქვემო მონასტერი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 7 კილომეტრი. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. გავრცელებული იყო მემინდვრეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 575.
| |||||||