დამპალეთი
| სოფელი | |
|---|---|
|
დამპალეთი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ძარი |
| კოორდინატები | 42°16′13″ ჩ. გ. 43°55′09″ ა. გ. / 42.27028° ჩ. გ. 43.91917° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1020 მ |
დამპალეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ძარის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1020 მეტრის სიმაღლეზე, ცხინვალიდან 10 კილომეტრის და ქურთიდან 9 კმ. დაშორებით.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლების კონფლიქტის შემდეგ სოფელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმაა დარჩენილი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელი იწოდება დონბინად (ოს. Донбын).
1989 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 106 ადამიანი (ძირითადად ოსები), 2015 წელს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერით — 216.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 395.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
| |||||||