შინაარსზე გადასვლა

ზემო მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქურთა
კოორდინატები 42°16′54″ ჩ. გ. 43°55′32″ ა. გ. / 42.28167° ჩ. გ. 43.92556° ა. გ. / 42.28167; 43.92556
ცენტრის სიმაღლე 1130 მ
ზემო მონასტერი — საქართველო
ზემო მონასტერი
ზემო მონასტერი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ზემო მონასტერი

ზემო მონასტერი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ქურთის თემი). 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში.

მდებარეობს მდინარე ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1130 მ-ზე, ცხინვალიდან 6 კმ-ში, ქურთიდან 3 კმ-ში. ადრე აქ არსებობდა სოფელი თირი, რომელსაც შემდეგ მონასტერი ეწოდა მის მახლობლად არსებული თირის მონასტრის გამო.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.