ზემო დოდოთი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო დოდოთი | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
| კოორდინატები | 42°16′07″ ჩ. გ. 43°53′16″ ა. გ. / 42.26861° ჩ. გ. 43.88778° ა. გ. |
ზემო დოდოთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ძარის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე ტილიანის (აღმოსავლეთის ფრონის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 1160 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი. სოფლის თავში, მთის ფერდობზე, შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის დოდოთის ცხრაკარის ნანგრევები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 344.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 507.
| |||||||