ალფონსო II (ნეაპოლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალფონსო II
Andrea guacialotti, medaglia di alfonso d'aragona, duca di calabria, 1481.JPG
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 25 იანვარი, 1494
მმართ. დასასრული: 23 იანვარი, 1495
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: ფერდინანდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ნოემბერი, 1448
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
გარდ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1495, (47 წლის)
გარდ. ადგილი: მაძარა-დელ-ბალო, იტალია
მეუღლე: იპოლიტა მარია სფორცა
(ქ. 1465 - გარდ. 1488)
შვილები: ფერდინანდ II, ნეაპოლის მეფე
იზაბელა, მილანის ჰერცოგინია
სანჩია, სკვილეჩის ჰერცოგინია (უკანონო)
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე
დედა: იზაბელა კლერმონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ალფონსო II (იტალ. Alfonso II; დ. 4 ნოემბერი, 1448 — გ. 18 დეკემბერი, 1495) — ნეაპოლის მეფე არაგონის მეფეების დინასტიიდან 1494 - 1495 წლებში. ფერდინანდ I-ის ვაჟი.

ალფონსო ისეთივე სასტიკი და ვერაგი იყო, როგორც მამამისი, თუმცა მამის კარგი მხარეები მას არ გამოყვა. მიუხედავად ფერდინანდის ყოველგვარი მცდელობისა მიეცა ვაჟისთვის განათლება, იგი გაიზარდა უხეში, ყოველგვარ სათნოებას მოკლებული. იგი დესპოტურად და უკანონოდ მმართველობდა, არ ჩერდებოდა თვითნებური სიკვდილით დასჯებისა და მკვლელობების წინაშე. ამის გარდა მან გააუპატიურა და შეაცდინა ბევრი წარჩინებული ქალი. რომისნ პაპმა ინოკენტი VIII-მ ჯერ კიდევ ფერდინანდი ცოცხალი იყო, როდესაც ეკლესიისგან განკიცხა და წაართვა ტახტზე უფლებები ალფონსოს. ნეაპოლელებს იგი სძულდათ, მაგრამ მის ჩამოსაგდებად არ ჰქონდათ ძალა.

ნეაპოლის სამეფოს ძველი მტრები ანჟუელები ამ დროისთვის გადაშენდნენ. საფრანგეთის მეფეს ლუი XI, რომელიც ანჟუელთა მემკვიდრე იყო, მემკვიდრეობით ნეაპოლზე ფეოდალური უფლებებიც მიიღო, მაგრამ იგი ნამეტანი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო, ამით რომ ესარგებლა. ლუის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ შარლ VIIIმ გამოაცხადა თავისი პრეტენზიები ნეაპოლის სამეფოზე და დაიწყო ლაშქრობისთვის მზადება. იგი ძლიერი და საშიში მტერი იყო. ალფონსის ყველა მოწინააღმდეგემ მას მხარი დაუჭირა. ფრანგული პარტია იმდენად ძლიერი იყო, რომ ალფონსომ ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. ნეაპოლის ჯარებმა რომი უბრძოლველად დატოვეს 1495 წელს, როდესაც ქალაქში შარლი შევიდა. 1495 წლის იანვარშივე ალფონსომ ტახტზე უარი თქვა, თავისი ვაჟის, ფერდინანდის სასარგებლოდ და სიცილიაში გაიქცა. იგი იმავე წელს მოკვდა მესინაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X