აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოშიმცირეაზიელ (რუმის) თურქთა მომთაბარე ტომების ლაშქრობა სამხრეთ საქართველოში XIII ს. II ნახევარში აზატ მოსეს მეთაურობით. ამ მოულოდნელი თავსახმის შესახებ მოთხრობილია ჟამთააღმწერელის თხზულებაში. თურქთა ლაშქარმა დაარბია ბასიანი და ტაო, „იწყო მძვინვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა“. ქართველებმა პარტიზანული ომი დაიწყეს. მტერს ვიწროებში იმწყვდევდნენ და ანადგურებდნენ. განსაკუთრებით ისახელეს თავი აზნაურებმა ხერხემელისძეებმა და ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა. სანამ სამცხის მთავარი ბექა I ჯაყელი ჯარს შეკრებდა, თურქებმა დიდი ტერიტორია მოაოხრეს და გამოსაზამთრებლად უკან გაბრუნდნენ.

აზატ მოსე მეორე წელსაც შემოესია სამცხეს, მაგრამ ამჯერად უფრო ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდა. ქართველთა ლაშქარმა ბექა ჯაყელისა და მისი შვილის სარგისის მეთაურობით ვაშლოვანსა და სპერთან ბრძოლებში თურქები დაამარცხა და უკუაქცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]