სარგის II
იერსახე
სარგის II | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1306 |
მმართ. დასასრული: | 1334 |
წინამორბედი: | ბექა I |
მემკვიდრე: | ყვარყვარე I |
გარდ. თარიღი: | 1334 |
შვილები: | ყვარყვარე I |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | ბექა I |
დედა: | მარინე |
სარგის II ჯაყელი — სამცხის (მესხეთის) მმართველი 1306-1334 წლებში, სამცხის სპასალარი, ბექა I-ის ძე. მამის მმართველობის დროს თავი გამოიჩინა რუმის თურქების შემოსევათა წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველთა ლაშქარმა მისი მეთაურობით ვაშლოვანთან დაამარცხა თურქები, რომელთაც აზატ მოსე მეთაურობდა. მის დროს სამცხე აღმოსავლეთ საქართველოს მეფის მეშვეობით ემორჩილებოდა ილხანთა სახელმწიფოს.
ვახუშტის ცნობით, სარგის II-ს გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 102.
წინამორბედი: ბექა I |
სამცხის ათაბაგი 1306 - 1334 |
შემდეგი: ყვარყვარე I |
|