ბოტორის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოტორის ბრძოლა
ქართულ-სელჩუკური ომების ნაწილი
თარიღი 1120 წლის 14 თებერვალი
მდებარეობა ბოტორა, საქართველოს სამეფო
შედეგი საქართველოს გამარჯვება
მხარეები
საქართველო თურქი სელჯუკები
მეთაურები
დავით აღმაშენებელი უცნობია

ბოტორის ბრძოლა — 1120 წლის 14 თებერვალს გამართული ბრძოლა საქართველოს ლაშქარსა და თურქ-სელჩუკებს შორის.

1120 წლის თებერვალში დავით აღამშენებელი ჯერ გეგუთში, იქიდან კი ხუფათში გადავიდა. სელჩუკებმა „სცნეს რა სიშორე მისი, ჩამოდგნენ ბოტორას, დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს“. 14 თებერვალს დავითი სელჩუკებს თავს დაესხა და ერთიანად გაანადგურა. ბრძოლის შედეგად ქართველებმა მრავალი ტყვე აიყვანეს და დიდი ალაფი ჩაუვარდათ ხელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3.