თბილისის ალყა (627–628)
ჰერაკლე კეისრის ლაშქრობები — ბიზანტიის იმპერატორის ჰერაკლესა და თურქთა დასავლეთ სახაკანოს ლაშქრობები საქართველოში 627-628 წლებში. 627 წელს ჰერაკლე მოკავშირეებს თბილისთან შეხვდა და დაიწყეს ერთობლივი ბრძოლა თბილისის ასაღებად. თბილისს იცავდნენ ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი და ირანელი სარდალი. 627 წლის შემდგომაზე ჰერაკლემ ირანის შუაგულისკენ გაილაშქრა. 12 დეკემბერს ნინევიის ნანგრევების მახლობლად ირანელები დაამარცხა და ქტესიფონისაკენ გაემართა, მაგრამ სანამ დედაქალაქს მიადგებოდა, ირანის შაჰი ხოსრო II თავისმა ძემ კავადმა მოკლა და 628 წლის აპრილში ჰერაკლესთან ზავი დადო. ზავი სეპარატიული იყო, რადგან ჰერაკლეს მოკავშირეები ამიერკავკასიაში ომს აგრძელებდნენ. 628 წლის შემოდგომაზე მოკავშირეებმა თბილისი აიღეს, ააოხრეს და გაძარცვეს, ქალაქის დამცველთა მეთაურები სიკვდილით დასაჯეს. ჰერაკლემ ქართლის ერისმთავრის ტახტზე ბიზანტიური ორიენტაციის დამცველი ადარნასე დასვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოილაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 627.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973