ჰაბიბ იბნ მასლამას შემოსევები საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰაბიბ იბნ მასლამას შემოსევები საქართველოშიარაბთა სახალიფოს სარდლის ლაშქრობები; მიზნად ისახავდა საქართველოს დაპყრობას და არაბთა ბატონობის დამყარებას. ალ-ტაბარის (838-923 წწ.) ცნობით, ჰაბიბმა საქართველოში პირველად 643 წელს ილაშქრა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და უკუიქცა. ალ-ტაბარისა და სხვა არაბი მწერლების - ალ-ბალაზურის, იაკუბისა (გ. 897 წ.) და ალ-ფაკიჰის (გ. 885 წ.), აგრეთვე ისტორიკოსების მიქაელ სირიელისა (1126-1196 წწ.) და სტეფანოს ტარონეცის ცნობებით, 645 წელს ჰაბიბი ისევ მოვიდა საქართველოში დიდი ლაშქრით და დაეუფლა თბილისს სანახებითურთ, აგრეთვე გარდაბანს, კასპს, ქსანს, ხუნანს, ქსოვრისს, ბაზალეთს, ჯავახეთს, სამცხეს, შავშეთს, კახეთს, წანარეთსა და დიდოეთს. ე. ი. მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს. დაპყრობილი ადგილების მოსახლეობა მან დაბეგრა ჯიზიით, ხარაჯით და უბოძა მათ უშიშროებისა და ვალდებულებების წიგნი „დაცვის სიგელი“, რომელშიც განსაზღვრული იყო დაპყრობილისა და დამპყრობელის უფლება-მოვალეობანი (სხვა მოსაზრების მიხედვით დაცვის სიგელი გაფორმდა 654/655 წწ.)

VII საუკუნის II ნახევრის დასაწყისში ბიზანტიის წაქეზებითა და მისი უშუალო დახმარების იმედით ქართველები არაბებს განუდგნენ; რასაც მოჰყვა არაბთა მორიგი ლაშქრობა. ხალიფა უსმანის ბრძანებით, ჰაბიბმა თავისი ლაშქარი საქართველოსკენ დაძრა, 655 წელს დაიპყრო ქართლი და იგი კვლავ არაბებს დაუმორჩილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სილაგაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 583.
  • ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2 თბ., 1952