შინაარსზე გადასვლა

მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევასაქართველოში, დაახლოებით 842 წელს, არაბთა სახალიფოსაგან განმდგარი თბილისის ამირა საჰაკის დასამორჩილებლად მოწყობილი ლაშქრობა ხალიფა ალ-ვასიკის (842—847) დროს.

ქართველი მთავრები ცდილობდნენ გამოეყენებინათ არაბთა ურთიერთბრძოლა. ტაო-კლარჯეთის კურაპალატი ბაგრატ აშოტის ძე მუჰამად იბნ ხალიდის მიემხრო; სანაცვლოდ არაბთა სარდალმა მას ქართლი უბოძა. ქართველ-არაბთა შეერთებულმა ლაშქარმა მალე უფლისციხე დაიკავა. ამირა საჰაკი სოფ. რეხასთან შეხვდა მათ. ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა და მუჰამადი ბარდავს წავიდა.

მუჰამად იბნ ხალიდის ამ ლაშქრობას, როგორც ჩანს, შედეგი არ მოჰყოლია.

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., თბ., 1965;
  • ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;