კარლო III (პარმის ჰერცოგი)
კარლო III | |
---|---|
პარმის, გუასტალასა და პიაჩენცას ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 მაისი, 1849 |
მმართ. დასასრული: | 27 მარტი, 1854 |
წინამორბედი: | კარლო II |
მემკვიდრე: | რობერტო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 იანვარი, 1823 |
დაბ. ადგილი: | ლუკა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 27 მარტი, 1854, (31 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარმა, იტალია |
მეუღლე: | ლუიზ მარი ტერეზ არტუელი |
შვილები: |
მარგერიტა, მადრიდის ჰერცოგინია რობერტო I, პარმის ჰერცოგი ალისა, ტოსკანის ჰერცოგინია ენრიკო, ბარდის გრაფი |
სრული სახელი: | ფერდინანდო კარლო ჯუზეპე მარია ვიტორიო ბალდაზარე |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | კარლო II, პარმის ჰერცოგი |
დედა: | მარია ტერეზა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კარლო III პარმელი (იტალ. Carlo III di Parma; დ. 14 იანვარი, 1823 — გ. 27 მარტი, 1854) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ კარლო II-ისა და მარია ტერეზა სავოიელის ვაჟი. პარმის ჰერცოგი 1849-1854 წლებში. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილი ლუიზ მარი ტერეზ არტუელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლო დაიბადა 1823 წლის 14 იანვარს ქალაქ ლუკაში. იგი იყო ლუკას პრინც კარლო ლუდოვიკო პარმელისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ტერეზა სავოიელის ვაჟი. 1824 წელს ბებიამისი, ლუკას ჰერცოგინია მარია ლუისა ესპანელი გარდაიცვალა, რის გამოც მისი მშობლები ლუკას მონარქები ხდებიან, თავად კარლო კი ლუკას საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე.
მას შემდეგ, რაც ოთხი წელი შეუსრულდა, იგი გერმანიის საიმპერატორო კარზე გააგზავნეს განათლების მისაღებად, სადაც იგი მომდევნო ათი წელი დარჩა, მის განათლებაზე კი უნგრელი მღვდელი ზიგმუნდ დიაკი ზრუნავდა.
1841 წელს კარლო დედის სამშობლოში, პიემონტის დედაქალაქ ტურინში ჩავიდა, სადაც ბიძამისს მისთვის ბრძოლის ხელოვნება უნდა ესწავლებინა. დროებით იგი პიემონტის არმიაშიც კი მსახურობდა, როგორც ცხენოსანი კავალერისტი.
1847 წელს პარმის ჰერცოგინია მარია ლუიზა ავსტრიელი გარდაიცვალა, რის გამოც, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით პარმის ტახტი მამამისს, კარლო II-ს გადაეცა. 1848 წელს დაწყებული რევოლუციის გამო კარლო II იძულებული გახდა თავისი ვაჟის, კარლო III-ის სასარგებლოდ გადამდგარიყო ტახტიდან, რომელსაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებდა.
თავისი ძველი ფრანგი, ესპანელი, იტალიელი და ავსტრიელი წინაპრების მსგავსად, კარლომ კონსერვატიული და რეპრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. ყოველივე ამან ხალხში დიდი ზიზღის გაჩენა გამოიწვია, რაც 1854 წლის 27 მარტს 31 წლის კარლო III-ის მკვლელობით დაგვირგვინდა. მის შემდეგ ტახტზე მისი ექვსი წლის ვაჟი რობერტო I ავიდა, რომლის რეგენტადაც კარლოს ფრანგი მეუღლე, ლუიზ მარი ტერეზ არტუელი ხდება.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1845 წლის 10 ნოემბერს კარლომ ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და მისი ცოლის, მარია კაროლინა სიცილიელის ასული ლუიზ მარი ტერეზ არტუელი, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- მარგერიტა (1847-1893), ცოლად გაჰყვა მადრიდის ჰერცოგ კარლოს დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
- რობერტო I (1848-1907), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. პირველად ცოლად შეირთო მარია პია სიცილიელი, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მარია ანტონია პორტუგალიელზე, რომელთანაც შეეძინა ასევე თორმეტი შვილი;
- ალისი (1849-1935), ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო IV-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
- ენრიკო (1851-1905), ბარდის გრაფი. პირველად იქორწინა ლუიზა იმაკოლატა სიცილიელზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად შეირთო ალდეგანდეზ პორტუგალიელზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Balansó, Juan. La Familia Rival. Barcelona. Planeta, 1994.
- Cecchini, Bianca Maria. La danza delle ombre: Carlo III di Borbone Parma, un regicidio nell'Italia del Risorgimento. Lucca: Istituto storico lucchese, 2001.
- Franzè, Giuseppe. L'ultimo duca di Parma: potere, amministrazione e società dell'Ottocento. Modena: Artioli, 1984.
- Myers, Jesse. Baron Ward and the Dukes of Parma. London: Longmans, Green, 1938.
- Nettement, Alfred François. Madame la duchesse de Parme. Paris: J. Lecoffre, 1864.
- Stubbs, Alan R. Assassination in Parma: The Life and Death of Duke Carlo III . Royalty Digest.
|