შავლიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შავლიანები — სამეფო დინასტია „აფხაზთა სამეფოში“ (დასავლეთ საქართველოს სამეფო) დაახლოებით 868-887 წლებში. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი უნდა დარჩენოდა მისი ძმის, დემეტრეს მცირეწლოვან ვაჟს - ბაგრატს. მის გამეფებას წინ აღუდგა გიორგის ქვრივი, რომელიც ტახტის მემკვიდრის მოკვლის მიზნით დაუკავშირდა მთავარს იოანე შავლიანს, მაგრამ ბაგრატი გადარჩა და თავი კონსტანტინოპოლში, იმპერატორის კარს შეაფარა. ტახტი იოანე შავლიანმა დაიკავა რომლის შემდეგაც გამეფდა მისი ვაჟი ადარნასე. თავისი და შვილის მდგომარეობის განმტკიცების მიზნით იოანემ ადარნასეს ცოლად შერთო გუარამ მამფალის ასული. შავლიანების (ეს საგვარეულ წარმოშობით სვანური უნდა იყოს) დინასტიის აღნიშნული მეფეები, ჩანს, მკაცრ ცენტრალიზატორულ პოლიტიკას ატარებდნენ ქვეყნის შიგნით. ამ პოლიტიკით უნდა აიხსნებოდეს ლიპარიტ ბაღვაშის მიერ მათ ვასალობაზე უარის თქმა და თრიალეთში დამკვიდრება. როგორც ჩანს, საკმაოდ დამოუკიდებელი იყო შავლიანების საგარეო პოლიტიკაც ბიზანტიის მიმართ. საფიქრებელია, რომ ამის საწინააღმდეგოდ გაუწია იმპერატორმა დახმარება ბაგრატ დემეტრეს ძეს. 887 წლის ახლოს ბაგრატი ბიზანტიიდან დიდი ლაშქრით დაბრუნდა, მოკლა ადარნასე შავლიანი და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]