ივანე (იოვანე) შავლიანი — აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 868 წლიდან, შავლიანთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ტახტი ხელთ იგდო გიორგი I აღწეფელის მეშვეობით. მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ძეს და მემკვიდრეს ადარნასეს ცოლად შერთო გვარამ (გუარამ) მამფლის ასული. ივანე შავლიანი და ადარნასე, წინა დინასტიის მეფეთა მსგავსად განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოში ჰეგემონობის მოპოვებისათვის.